ოსკარები 2025: რას უნდა ველოდოთ ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოზე?
ოსკარები 2025 ახლოვდება! სულ რამდენიმე საათი და გავიგებთ, თუ ვინ მოიგებს საუკეთესო ფილმის, მსახიობისა და რეჟისორის პრიზებს.
ლიტერატურის ისტორია ქალი მწერლების დიდი რაოდენობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, არა იმიტომ რომ საუკუნეების განმავლობაში ქალებს წერის, საკუთარი თავგადასავლებისა თუ კულტურულ-მემკვიდრეობითი ისტორიების მოყოლა არ სურდათ, ან სულაც რეალობიდან გაქცევას და ახალი სამყაროს წარმოქმნას არ ლამობდნენ, არა, მათთვის ლიტერატურული სამყაროს კარი უბრალოდ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო მკაცრად ჩაკეტილი.
ვაცხადებ, რომ გენიისა და ნიჭის მქონე ყველა მამაკაცი იმ კლასიდან გამოვიდა, რომელშიც ქალები აქამდე არასდროს შეუშვიათ -
წერდა მეთვრამეტე საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი მწერალი მერი უოლსტონკრაფტი თავის საკვანძო ტექსტში „ქალთა უფლებების დაცვა“. სწორედ მერის დამსახურებაა ის ფაქტი, სამწერლობო ასპარეზზე, არა ერთი გენიალური ქალის ხმა გვესმის და რომ მათ სათქმელს მკითხველი თვალის გადავლებისთანავე სიამოვნებით ისრუტავს.
წიგნების თაროს გამდიდრება ქალი მწერლების ქმნილებებით გასულ საუკუნეებში სულ უფრო და უფრო დაიწყო, მსოფლიო მიხვდა, რომ ქალებს და მათ შორის ქართველ ქალებსაც, სათქმელი და მოსაყოლი ძალიან ბევრი ჰქონდათ, ისინი ბრწყინვალე გონებით, ყველასათვის გასაგები გადმოცემის მანერითა და მრავალშრიანი საკითხებით გამოირჩეოდნენ.
სწორედ ქალი მწერლების პოპულარიზაციის მიზნით, გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ წიგნების ახალი სერიის „ ქალების კალმით“ გამოცემა დაიწყო.
სერია აერთიანებს გამორჩეული ბიოგრაფიის, წერის სტილისა თუ იდეოლოგიის მქონე ქალ ავტორებს, რომლებმაც გაბედეს, საკუთარი ეპოქისა და ყოველდღიურობისთვის მნიშვნელოვან პრობლემატიკას გამოხმაურებოდნენ.
„ქალების კალმით“ პირველი წიგნი, რომელიც 3 ივნისს გამოვიდა თურქ მწერალს - ელიფ შაფაქს ეკუთვნის. რომანში „დაუსრულებელ გატაცებათა ღმერთი“ მწერალი აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტების შესახებ მოგვითხრობს. ამჯერად მისი ყურადღება თანამედროვე სამყაროს ახალგაზრდებისადმია მიმართული: რა პრობლემები აქვთ მათ და როგორ ცდილობენ მათთან გამკლავებას, როგორ უყვართ თუ როგორ სძულთ, რისი გაკეთება უწევთ თვითდამკვიდრებისთვის.
სერიის ყველა წიგნს ახლავს წინათქმა, რომელშიც მოცემულია ამა თუ იმ მწერლის როგორც ლიტერატურული როლი, ასევე ის კვალი, რომელსაც ქალი ავტორები თავიანთ ეპოქაში ტოვებდნენ უწინ და ახლა.
წიგნების სერიის მომდევნო ნაწილს, ქართველი პოეტის საფო მგელაძის რომანების კრებული ქარიშხლის ფრთაზე დაამშვენებს.