„ბინძური ცეკვების“ მიხედვით შექმნილი მიუზიკლი ბროდვეიზე დაიდგმება
1987 წლის ცნობილი ფილმის მიხედვით შექმნილი „ბინძური ცეკვები: მიუზიკლი“ 2027 წელს ბროდვეიზე პირველად დაიდგმება.
გალ გადოტი რეალურ ცხოვრებაშიც Wonder Woman-ია! მსახიობი, რომელიც 2016 წლიდან მოყოლებული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სუპერ გმირის როლში გვევლინება, მისი პერსონაჟის მსგავსად სამყაროს შეცვლას და უსამართლობის დამარცხებას ყოველდღიურად ცდილობს. სულ მალე საზოგადოება National Geographic channel-ის ახალ, 6 ეპიზოდიან დოკუმენტური ფილმების სერიას ნახავს, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც სწორედ 35 წლის ლამაზმანი გახლავთ.

პროექტი სახელწოდებით Impact ბრაზილიაში, კალიფორნიაში, მიჩიგანში, პუერტო რიკოსა და სხვა ადგილებში იმ ქალებს დაჰყვება, რომლებიც არაორდინალურ საქმიანობას ეწევიან და წინაღობების გადალახვას საკუთარი ძალებით ახერხებენ.
ისინი ნამდვილი გმირები არიან. მე მათ ჩემს Wonder Woman-ებს ვუწოდებ, რადგან ვთვლი, რომ ბევრი ვერ შეძლებდა იმას, რასაც ეს ქალები აკეთებენ.
დოკუმენტური სერიალი ძალადობით, დისკრიმინაციითა და სიღარიბით მოცულ სამყაროში მცხოვრები ქალების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც სამყაროს შეცვლას ყოველდღიურად ცდილობენ. გალ გადოტი თვლის, რომ მას და Wonder Woman-ს ერთნაირი მსოფლმხედველობა აქვთ და ისინი ერთი მიზნისთვის იბრძვიან.

თავად 35 წლის მსახიობი აქტიურადაა ჩართული სოციალურ, თუ საქველმოქმედო საქმიანობაში და საკუთარ პლატფორმას ქალთა წინააღმდეგ ძალადობის, დისკრიმინაციის, გენდერული უთანასწორობისა, თუ მორყეული ჯანდაცვის სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად იყენებს. ცოტა ხნის წინ გადოტმა Instagram გვერდზე Warner Media-ს ახალი სოციალური კამპანიიდან ვიდეო რგოლი გაგვიზიარა, სადაც ცნობილ კინო სცენებში გმირები პირბადეებს ატარებენ.