Humane Society International-მა სამყაროს, სილამაზის ინდუსტრიაში ცხოველთა ტესტირების შესახებ, ემოციური და შთამბეჭდავი 4-წუთიანი ანიმაციური ფილმი გააცნო, სახელწოდებით „გადაარჩინე რალფი“ და სწორი მესიჯებითა და სათქმელის მარტივად, ბუნებრივად და გულწრფელად ჩვენებით, ანიმაციამ უკვე მოახერხა ცვლილებების ტალღის აგორება.
ქიმიური დამწვრობებისგან მიღებული ჭრილობები დროდადრო მტკივა... მაგრამ ამას ხომ ადამიანებისთვის ვაკეთებთ, რა პრობლემაა
ანიმაცია „გადაარჩინე რალფი“, ლაბორატორიაში მცხოვრები კურდღლის რალფის შესახებ გვიამბობს, უფრო სწორი იქნება თუ კი ვიტყვით, რომ თავად რალფი გვიამბობს საკუთარ ისტორიას, ისტორიას, რომელშიც კურდღელი ცალი თვალით ბრმა, ცალი ყურით კი სმენადაქვეითებულია, თუმცა თავისი ტრაგიკული ცხოვრების შესახებ მაინც იმედიანად საუბრობს, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს ხომ ადამიანებისთვის აკეთებს?
რალფის მთელი ოჯახი, მშობლები და-ძმები, ყველანი სატესტო კურდღლები იყვნენ და მართალია, კამერების წინ რალფი თავის შთამომავლობით ნაბოძებ ბედს თვალზე მომდგარი ცრემლით ეგუება. გულის სიღრმეში ისიც იცის რალფმა, რომ ეს არასწორია და სხვა, უფრო სწორსა და მართალ რეალობაში, სადღაც პარარელურ სამყაროში მწვანედ გაშლილ მინდვრებზე უნდა დარბოდეს.
რალფის ტრაგიკულმა ხვედრმა და ცხოველთა ტესტირების სისასტიკემ, სულ რაღაც 4 წუთში მოახერხა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ადამიანების გულებამდე მიღწევა, ჩემამდეც და დარწმუნებული ვარ - თქვენამდეც.
ახლაც, ამ წუთებშიც, სილამაზის სახელით და სილამაზისთვის ათაიათასობით ცხოველი ეწირება ბნელ ლაბორატორიებში სასტიკი მეთოდებით, მაგრამ ამ რეალობის შეცვლის პერსპექტივაც რომ თითოეულ ჩვენგანს ხელით უპყრია, ესეც უტყუარი რეალობაა.
თუ კი ცხოველების ბედის შეცვლა გვინდა, მაშინ ცვლილებები საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ, პირველ ყოვლისა უარი ვთქვათ ცხოველებზე ტესტირებული ბრენდებისგან და დავიწყოთ მხოლოდ იმ სილამაზის პროდუქტებიც შეძენა და მოხმარება, რომლებიც Cruelty Free ნიშნით, მიგვითითებენ, რომ ჩვენი კომფორტისთვის და სილამაზისთვის, დედამიწის არც ერთ ნაწილში, ერთი ცხოველიც კი არ შეეწირა მის შექმნა.
სერიალის მეორე სეზონი, საინტერესო სიუჟეტთან ერთად, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი კოსტიუმებითაც გამოირჩევა. Wednesday-ის გოტიკურ სამყაროს ვიზუალურ ესთეტიკაზე, უკვე მეორე სეზონია, რაც ოსკაროსანი კოლინ ეტვუდი ზრუნავს.
წინანდლის ფესტივალი კვლავ კლასიკური მუსიკისა და ისტორიული მემკვიდრეობის აღსანიშნავად გვეპატიჟება. წლევანდელი, რიგით მეშვიდე ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორი S-society გახლავთ, რომელიც თავისი ფილოსოფიით გვახსენებს, რომ განსაკუთრებული გამოცდილებების ძიების ხელოვნება კვლავაც ცოცხალი და აქტუალურია.
ჯეისონ მომოა ვენეციის კინოფესტივალზე ვარდისფერი კოსტიუმით, ბირკენსტოკებითა და შეღებილი ფრჩხილებით გამოჩნდა. მას წითელ ხალიჩაზე 16 წლის ვაჟი, ნაკოა-ვულფი ახლდა, რომელიც Dune: Part Three-ში მონაწილეობს.