
სამწლიანი მოლოდინის შემდეგ, Euphoria დღეს, 2026 წლის 12 აპრილს, ოფიციალურად დაბრუნდა. ახალი სეზონი რვა ეპიზოდისგან შედგება და კვირაში ერთხელ გამოვა.
სერიალის მესამე სეზონი წინა ნაწილთან შედარებით სხვაგვარ მასშტაბზეა აგებული. ოფიციალური აღწერის მიხედვით, ამბავი მეგობრების იმავე წრეს მიჰყვება, თუმცა ამჯერად ისინი უკვე სკოლის ასაკს გასცდნენ და სიუჟეტიც ხუთწლიანი დროითი ნახტომის შემდეგ ვითარდება. ახალი სეზონი იმაზეა, შეძლებენ თუ არა გმირები წარსულის შეცდომების შემდეგ ცხოვრების თავიდან დაწყებას და როგორ უმკლავდებიან იმ სირთულეებს, რომლებიც მათ წინაშე დგას.

Euphoria-ის მესამე ნაწილში კვლავ ვიხილეთ ზენდაია, ჰანტერ შაფერი, ჯეიკობ ელორდი და სიდნი სუინი. მსახიობთა სიას შეუერთდნენ შერონ სტოუნი და როზალია, რაც მესამე სეზონს კიდევ უფრო მეტ მასშტაბურობას სძენს. HBO აღნიშნავს, რომ Euphoria არხის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ყურებად სერიალად რჩება, ხოლო პირველმა ორმა სეზონმა ჯამში 25 „ემის“ ნომინაცია და 9 გამარჯვება მოიპოვა.
Euphoria ჩვენი თაობის ხალხისთვის ნამდვილ კულტურულ მოვლენად აქცია. ვნახოთ გაამართლებს თუ არა ახალი სეზონი ჩვენს იმედებს.