ლოს-ანჯელესში გამართული 77-ე ემის დაჯილდოება ისტორიული და რეკორდული გამარჯვებების საღამო გახდა. წლევანდელი ტრიუმფატორები Apple TV+, Netflix და HBO-ს სერიალები იყვნენ. ყურადღების ცენტრში სამი სერიალი მოექცა: The Studio, Adolescence და The Pitt, რომლებმაც ემის უმაღლესი ჯილდოები გაინაწილეს.
Adolescence-ს შემოქმედებითი გუნდი. Ph: Kevin Winter
The Studio
Apple TV+-ის სატირულმა კომედიამ The Studio ემის ისტორიაში კომედიურ სერიალებს შორის ყველაზე მეტი ჯილდო მოიპოვა. შოუში მსახიობი სეთ როგენი სტუდიის ხელმძღვანელის როლში გვევლინება და საკუთარი შემოქმედებითი ამბიციების კომერციული სამყაროს მოთხოვნებთან შეთავსებას ცდილობს.
The Studio 13 პრიზით დაჯილდოვდა, მათ შორის საუკეთესო კომედიური სერიალის ჯილდო დაიმსახურა, ხოლო სეთ როგენმა პირადად სამი პრემია მიიღო: კომედიურ ჟანრში საუკეთესო სამსახიობო შესრულებისთვის, სცენარისა და რეჟისურისთვის.
Adolescence
Netflix-ის მინი სერიალმა Adolescence ექვსი ჯილდო მოიპოვა და ამ კატეგორიის მთავარ გამარჯვებულად იქცა. ოთხ ეპიზოდიანი დრამის ყოველი სერია, რომელიც დაახლოებით 40-60 წუთს გრძელდება, ერთი, უწყვეტი კადრითაა გადაღებული.
მსახიობების, განსაკუთრებით მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელი ბიჭის შესრულებაზე კი გამოსვლისთანავე მთელი მსოფლიო საუბრობს. სწორედ ამიტომ, არც არავის გაჰკვირვებია, რომ 15 წლის ოუენ კუპერი ემის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა.
Adolescence უამრავ მგრძნობიარე თემას ეხება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფილმია მასწავლებლებისა და მშობლებისთვის, რათა უკეთ გაიაზრონ მოზარდების გამოწვევები. საუკეთესო მინი სერიალის ტიტულთან ერთად, სტივენ გრეჰემმა ჯილდო მიიღო მამაკაცის საუკეთესო მთავარი როლის შესრულებისთვის, სერიალმა ასევე მოიპოვა პრემიები სცენარისა და რეჟისურისთვის.
The Pitt
დრამის კატეგორიებში მთავარი ტრიუმფატორი HBO Max-ის The Pitt გახდა. სამედიცინო დრამამ, რომელიც სასწრაფო დახმარების ექიმების გუნდის შესახებაა, საუკეთესო დრამატული სერიალის ნომინაცია მოიგო. ნოა უაილმა კი საუკეთესო მამაკაცის როლისთვის მოიპოვა ჯილდო.
The Pitt-მა მოახერხა და ისეთი ძლიერი კონკურენტები დაამარცხა, როგორებიცაა Severance და The Last of Us. თანაც, ჯერ-ჯერობით, ამ სერიალის მხოლოდ ერთი სეზონია გამოსული, ამიტომ მომავალში მას კიდევ ბევრ ჯილდოს უწინასწარმეტყველებენ.
ვატიკანში გამართულმა კონცერტმა უძველესი სიწმინდე და თანამედროვე ხელოვნება გააერთიანა. ათასობით ადამიანმა იხილა დრონების შოუ, სადაც ცაზე პაპი ფრანცისკეს, პიეტასა და ადამის შექმნის გამოსახულებები შეიქმნა. ამ სანახაობას ფონად ანდრეა ბოჩელის, ფარელ უილიამსისა და სხვა ვარსკვლავების შესრულება ერთოდა.
სერიალის მეორე სეზონი, საინტერესო სიუჟეტთან ერთად, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი კოსტიუმებითაც გამოირჩევა. Wednesday-ის გოტიკურ სამყაროს ვიზუალურ ესთეტიკაზე, უკვე მეორე სეზონია, რაც ოსკაროსანი კოლინ ეტვუდი ზრუნავს.
წინანდლის ფესტივალი კვლავ კლასიკური მუსიკისა და ისტორიული მემკვიდრეობის აღსანიშნავად გვეპატიჟება. წლევანდელი, რიგით მეშვიდე ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორი S-society გახლავთ, რომელიც თავისი ფილოსოფიით გვახსენებს, რომ განსაკუთრებული გამოცდილებების ძიების ხელოვნება კვლავაც ცოცხალი და აქტუალურია.