#კინო

ყველაფერი, რაც EMILY IN PARIS-ის V სეზონზე ვიცით

გაზიარება:

Buongiorno და Bonjour, Emily in Paris-ის ფანებო!

ემილი კუპერი სასიყვარულო და კარიერული თავგადასავლებით 18 დეკემბერს დაგვიბრუნდება. ახალი სეზონი ისევ საფრანგეთსა და იტალიაში ვითარდება, ასე რომ, პარიზის ბრწყინვალება და რომის ტკბილი ცხოვრება კვლავ ემილის თანმდევი იქნება. ამ ორი ქალაქის ამბავს კი, სრულყოფილებისთვის ვენეციაც დაემატება, სადაც სერიალის გადაღებები უკვე მიმდინარეობს. დეკემბერში, Netflix-ზე 10 ეპიზოდიან სეზონს ერთბაშად ვიხილავთ.

Emily in Paris Season 5, ემილი პარიზში მეხუთე სეზონი, ლილი კოლინზი, ემილი კუპერი, Lily Collins, Emily Cooper, Mandy Emily in Paris, მენდი ემილი პარიზში

ლილი კოლინზი კვლავ ემილის როლში მოგვევლინება. მასთან ერთად ვიხილავთ ფილიპინ ლეროი-ბოლიეს (სილვი), ეშლი პარკს (მინდი), სამუელ არნოლდს (ჟულიენი), ბრუნო გუერის (ლუკი) და უილიამ აბადის (ანტუანი).

ალბათ, ბევრ თქვენგანს ყველაზე მეტად ემილის სასიყვარულო ისტორიები აინტერესებს. შეგვიძლია გითხრათ, რომ ლუკას ბრავო, ანუ შეფ გაბრიელი, კვლავ თავისი ფრანგული შარმით დაბრუნდება. თავად მსახიობის თქმით, მისი გმირი თავდაპირველ ხიბლს კარგავს და მსახიობი აღარ ეთანხმება იმ გზებს რომელსაც გაბრიელი ამ ბოლო სეზონებში ირჩევს. თუმცა გაბრიელსა და ემილის შორის ურთიერთობა ჯერ დასრულებული არ არის, ამიტომაც მინიმუმ ერთი სეზონი კვლავ მოუწევს ლუკასს გაბრიელის როლის შესრულება.

Emily in Paris Season 5, ემილი პარიზში მეხუთე სეზონი

ეკრანზე ასევე დაბრუნდება ალფი, რომლის მომავალიც გაურკვეველია, თუმცა მსახიობის თქმით, სერიალის შემოქმედს, დარენ სტარს საინტერესო სიურპრიზები აქვს მომზადებული. მეხუთე სეზონში, ემილის ახალი თაყვანისმცემელი, რომაელი მარჩელოც გამოჩნდება, რაც კუპერის პირად ცხოვრებას კიდევ უფრო ჩახლართავს.

Emily in Paris Season 5, ემილი პარიზში მეხუთე სეზონი, ლილი კოლინზი, ემილი კუპერი, Lily Collins, Emily Cooper

ამ სეზონში ახალ სახეებსაც ვიხილავთ. თუმცა, კამილ რაზატსა (კამილი) და რუპერტ ევერეტს (ჯორჯო ბარბიერი) ახალ სერიებში აღარ შევხვდებით.

მე-4 სეზონმა ბევრი კითხვა და ემოცია დაგვიტოვა. რა აღარ მოხდა, მათ შორის კამილის ორსულობის დრამა, ჩაშლილი ქორწილი და ემილისა და გაბრიელის ურთიერთობა, რომელიც თითქოს ახალ ეტაპზე გადადიოდა. მაგრამ ყველაფერი ისევ გაურკვეველია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ემილის ცხოვრებაში მარჩელო გამოჩნდა.

Emily in Paris Season 5, ემილი პარიზში მეხუთე სეზონი, ლილი კოლინზი, ემილი კუპერი, Lily Collins, Emily Cooper, მარჩელო და ემილი, ემილი პარიზში მარჩელო
ემილი და მარჩელო

წინა სეზონის ბოლოს ვნახეთ, რომ ემილი რომში Agence Grateau-ს ახალი ოფისის ხელმძღვანელი გახდა. თუმცა, დარენ სტარის თქმით, შოუ სრულად რომში არ გადადის და პარიზი კვლავ მთავარ ქალაქად რჩება.

მე-5 სეზონი, როგორც ჩანს, სიყვარულის, ინტრიგებისა და მოულოდნელი სიუჟეტების მორიგი ნაზავი იქნება, რომელიც ემილის ცხოვრებას კიდევ უფრო დამაბნეველს, თუმცა, საინტერესოს გახდის. ხოლო ჩვენ, მეხუთე სეზონი, როგორც ყოველთვის, პასუხებზე მეტად ახალ კითხვებს და უამრავ განსახილველ თემას დაგვიტოვებს.

ფოტო: Giulia Parmigiani / Netflix

ზევით