10 წიგნი დუა ლიპას წიგნის კლუბიდან
დუა ლიპას გავლენა მუსიკას სცდება და თანამედროვე კულტურას, მოდას, კინოსა და წიგნებსაც მოიცავს. გაეცანით 10 წიგნს, რომლებიც მის ლიტერატურულ სამყაროს უკავშირდება.
დასავლური გამოცემების ცნობით, Game of Thrones-ის ვარსკვლავი და დრაკონების დედა Marvel-ის სამყაროს შეუერთდა და Disney-სთვის შექმნილ სატელევიზიო სერიალში მიიღებს მონაწილეობას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ემილია კლარკი უცხოპლანეტელების რასას - სკულებს უერთდება, თუმცა ზუსტად რა როლს მოირგებს მსახიობი, ეს მკაცრად გასაიდუმლოებულია.

Marvel-ის სამყაროს წევრები ემილია კლარკამდე, Game of Thrones-ის მსახიობები კიტ ჰარინგტონი და რიჩარდ მადენი გახდნენ, ორივე მათგანი კინოსამყაროს ახალ პროექტში The Eternals-ში მონაწილეობს, რომლის პრემიერა 2021 წლის 5 ნოემბერსაა დაგეგმილი. და რადგან, ყველაფერი Marvel-ის კინოსამყაროში ხდება, გამორიცხული არაა, რომ ყოფილი თანამსახიობების გზები ახალ გამოგონილ სამყაროშიც გადაიკვეთოს.

Secret Invasion-ის გამოსვლა გასულ წელს, Marvel-ის ახალ სატელევიზიო პროექტებთან ერთად დაანონსდა, რომლთა ნაწილიც Disney+-ზე უკვე ვიხილეთ, მათი მეორე ნაწილი კი უფრო მეტი ინტრიგითა და მოულოდნელობებითაა აღსავსე. სკულების კომიქსის მიხედვით გადაღებული ახალი პროექტი, უკვე აერთიანებს ისეთი დონის ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ემილია კლარკი, ქინგსლი ბენ-ადირი და ოსკაროსანი ოლივია კოლმანი არიან, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ახალ დეტალებს დაველოდოთ Secret Invasion-ის შესახებ და მეტი შევიტყოთ გმირებისა და ბოროტმოქმედების შესახებ.