ჯონი დეპი ჯეკ ბეღურას როლზე დაბრუნებას განიხილავს
ჯონი დეპი კაპიტან ჯეკ ბეღურას როლზე დაბრუნებას არ გამორიცხავს, თუ ახალი ფილმი ფრენჩაიზის ისტორიას ღირსეულად დაასრულებს.
29 წლის ეკატერინე გორგოძემ, წყვილთა თანრიგში, ზედიზედ, მეორე ტურნირი მოიგო. 19 სექტემბერს ქართველი ჩოგბურთელი ბელგიელ მეწყვილე ისალინ ბონავენტურესთან ერთად, წყვილთა თანრიგში, ვალენსიას საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონად მოგვევლინა.
კიდევ ერთი ტიტული თანრიგში, მადლობას გიხდი პარტნიორო დიდებული კვირისთვის - დაწერა ეკატერინემ სოციალურ ქსელში.
ქართველი ჩოგბურთელი შესანიშნავ ფორმაშია, გასულ კვირას ეკომ გერმანიის ქალაქ კარლსრუეში 115-ათასიან შეჯიბრზე რუმინელ ირინა ბარასთან ერთად იმარჯვა, ერთი თვის წინ კი ეკატერინემ პოლონეთში, ქალაქ გროჯისკში გამართულ ტურნირზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ჩემპიონის სტატუსი და საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი მოიპოვა.