ოსკარები 2025: რას უნდა ველოდოთ ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოზე?
ოსკარები 2025 ახლოვდება! სულ რამდენიმე საათი და გავიგებთ, თუ ვინ მოიგებს საუკეთესო ფილმის, მსახიობისა და რეჟისორის პრიზებს.
2025 წლის 20 იანვარს დონალდ ტრამპი თეთრ სახლში 47-ე პრეზიდენტის სტატუსით დაბრუნდა და მთელ მსოფლიოს განუცხადა, რომ ამერიკაში "ოქროს ხანა" იწყება. ეს დღე ახალი პოლიტიკური დისკურსის ათვლის წერტილია და ამერიკელებთან ერთად, მთელი მსოფლიო ელის, თუ რას მოიმოქმედებს ტრამპი ეროვნულ და გლობალურ არენაზე მომდენო ოთხი წლის განმავლობაში.
მნიშვნელოვანი მომენტები ინაუგურაციის დღიდან
სიცივის გამო, ფიცის დადების ცერემონიმ კაპიტოლიუმის შენობაში გაიგადაინაცვლა. დემოკრატიის შუქურად წოდებულ ქვეყანაში ინაუგურაციის სტუმრების პოლიტიკურად მრავალფეროვანი სია არავის გაჰკვირვებია, რომლის შემადგენლობაშიც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტები: ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში, ბილ კლინტონი და ჯო ბაიდენი შედიოდნენ. მათთან ერთად, ინაუგურაციას ესწრებოდნენ მსოფლიოს გიგანტი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები და დამფუძნებლები.
დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება ეროვნულ ქვეყნის ინტერესებზე გაამახვილა, ისაუბრა ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, ამერიკის გლობალური რეპუტაციის აღდგენასა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე. „ამ დღიდან, ჩვენი ქვეყანა აყვავდება და აღიდგენს მსოფლიოს პატივისცემას," - განაცხადა ტრამპმა და მომავალი გეგმების იმ ძირითად ნაწილებს შეეხო, რომლებმაც რესპუბლიკელების საარჩევნო კამპანია განსაზღვრა.
ინაუგურაცია 20 იანვარს, ამერიკაში ეროვნულ დღესასწაულს - მარტინ ლუთერ კინგის დღეს დაემთხვა. ტრამპს ლუთერ კინგის ხსენებაც არ დავიწყებია და განაცხადა, რომ ეს თარიღი სიმბოლურია, რადგან ტრამპი, ამერიკელ ხალხთან ერთად შეძლებს აასრულოს მარტინ ლუთერ კინგის ოცნება და პრეზიდენტობის ვადაში აღადგინოს ამერიკაში ეროვნული ერთობა.
ინაუგურაციის მოდა
გუშინდელ ცერემონიას მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. ყველა ჟესტი, ფრაზა თუ სამოსის არჩევანი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და კულტურული გზავნილების მატარებელი ელემენტია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დონალდ ტრამპის მეორე ინაუგურაცია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კულტურული მნიშვნელობის მოვლენაა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დარჩება განხილვის საგნად.
ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი - მელანია ტრამპი კვლავ ელეგანტური და დახვეწილი გახლდათ. მელანიამ ადამ ლიპსის მიერ შექმნილი შავი კაბა მოირგო, რომელსაც თეთრი საყელო ამშვენებდა.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მისმა უზარმაზარმა, ცილინდრის ფორმის ქუდმა, რომელიც ერიკ ჯავიტსის შემოქმედებაა და მელანიას ნახევარ სახეს უფარავდა. ამ ქუდით მელანია თითქოს იქ შეკრებილ ხალხს მოუწოდებდა, რომ იმ მომენტში ყველას ყურადღება პრეზიდენტზე უნდა ყოფილიყო მიმართული. პირველმა ლედიმ მინიმალიზმისა და "quiet luxury"-ის ესთეტიკა არჩია, თუმცა მისი ზომაზე დიდი ქუდის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ტრადიციულად პრად გაიყო. ინტერნეტ მომხმარებლების ნაწილი ხუმრობს, რომ მელანიას ქუდი ტრამპისგან "თავდაცვის" გადასარევი საშუალებაა.
პრეზიდენტისა და პირველი ლედის ტრადიციული ცეკვა მელანიამ Hervé Pierre-ის თეთრ კაბაში გამოწყობილმა შეასრულა. ფრანგული და ამერიკული ფესვების მქონე დიზაინერი Hervé Pierre-ი ტრამპის ოჯახისთვის სამოსს წლებია ქმნის. 2017 წლის ინაუგურაციის გალაზეც მელანიას პიერის მიერ შექმნილი კაბა ეცვა.
ჯილ ბაიდენმა კი, პირველი ლედის სტატუსით ბოლო გამოჩენისთვის რალფ ლორენის იისფერი სამოსი შეარჩია.
დონალდ ტრამპის ქალიშვილმა, ივანკა ტრამპმა, ყურადღება მუქი ზურმუხტისფერი სამოსით, სამხედრო სტილის ქუდითა და Lady Dior-ის ჩანთით მიიპყრო. საზოგადოების ნაწილი ივანკას ლუქს ცნობილი ტელე შოუს - The Handmaid's Tale-ის ერთ-ერთი მთავარი პესსონაჟის - სერენა ვოტერფორდის ჩაცმულობას ადარებს. If you know what we mean...
ასევე აღსანიშნავი იყო ვიცე-პრეზიდენტის მეუღლის, უშა ვენსის ვარდისფერი ლუქი. მეორე ლედი ოსკარ დე ლა რენტას სამოსში გამოწყობილი გამოჩნდა.