დენა უაითი UFC-ს ბრძოლის საქართველოში ჩატარებას გეგმავს

UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა TNT Fight Sports-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალში UFC-ის ბრძოლა შესაძლოა საქართველოში ჩატარდეს.

„დღეს შეხვედრაზე ვიყავი, სადაც ერთი პიროვნება იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან და მითხრა, რომ სურს, ბრძოლა საქართველოში მოვაწყოთ", – უაითი.

UFC in Georgia, Dana White, დენა უაითი, UFC საქართველოში, დენა უაითი საქართველოზე
Ph: MMA Pros Pick

დენამ ეს ამბავი მას შემდეგ გააჟღერა, რაც ჟურნალისტმა ადამ კატერალმა მერაბ დვალიშვილზე წამოიწყო საუბარი. 

უაითმა მერაბი მისი აქტიურობისა და ბრძოლისთვის მუდმივი მზადყოფნის გამო შეაქო. მისი თქმით, მებრძოლები, რომლებიც ხშირად იბრძვიან, ყოველთვის აქტუალურები რჩებიან, ხოლო მერაბი არენიდან გაქრობას არ აპირებს.

ადამ კატერალი: ცხადია, ამერიკა და ლას-ვეგასი UFC-ის ცენტრია, მაგრამ რადგან ჩემპიონები მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტულნი, მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ამ ჩემპიონების სამშობლოში წაყვანა და ადგილობრივი გულშემატკივრების წინაშე ბრძოლების გამართვა?

დენა უაითი: რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს, როცა შეგიძლია. თავიდანვე ეს იყო მოდელი. თუ მერაბზე მეკითხები... ზუსტად დღეს, შუადღეს ვიყავი შეხვედრაზე, სადაც ერთი პიროვნება იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან და მითხრა, რომ სურს, ბრძოლა საქართველოში მოვაწყოთ. მინდა მერაბი სახლში წავიყვანო – ამაზე ორი აზრი არ არის.

@mma.pros.pick 🚨Dana White wants to take the UFC to Georgia 🇬🇪 "I was literally at a meeting today. There was a guy there who was from the government of Georgia, and he's literally like, 'I want to talk to you guys — I want to bring a fight to Georgia.' I'd like to take him [Merab] to his home." #MMA #ufc #UFC321 #merabdvalishvili #danawhite #cirylgane #georgia ♬ original sound - MMA.pros.pick

ბოლო წლებში საქართველო UFC-ის რუკაზე მკვეთრად გამოიკვეთა. მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია და რომან დოლიძე ორგანიზაციის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ მებრძოლებს შორის არიან. ამიტომაც, სრულიად შესაძლებელია, რომ მალე დიდი ბრძოლა საქართველოს ოქტაგონზეც ვიხილოთ.

ზევით