გააჩერეთ პანდემია! Creams-ის კონცერტზე გვინდა წასვლა (ეს გოგო ნებისმიერ დარბაზს გაავსებს)! ნათია ჭიჭინაძე ქართული მუსიკალური სენსაციაა, რომელიც საბედნიეროდ საქართველოში დაიბადა და მისი შემოქმედებაც made in Georgia-ს სტატუსს ატარებს. 26 წლის მუსიკოსმა სულ ცოტა ხნის წინ სადებიუტო მუსიკალური კრებული Sleep on me გამოუშვა და ამავე სახელწოდების ტრეკზე ვიდეო რგოლი გადაიღო, რომლის რეჟისორიც ახალგაზრდა ხელოვანი - ბუბა ბებოშვილია.
Sleep on me ბევრი კრეატიული ტვინის ერთობლივი ნამუშევარია, რომლის იდეაც ბუბა ბებოშვილს ეკუთვნის. მისივე გადაღებულია Creams-ის 2019 წლის მუსიკალური ვიდეო Die for you, რომლითაც ნათია ფართო საზოგადოებამ გაიცნო.
ახალ EP-ში 4 ტრეკი შედის. Creams-ის მეორე მინი კრებული გაზაფხულზე Short ფილმთან ერთად გამოვა, რომელშიც 3 სიმღერა შევა. წარმოშობით ბათუმელმა არტისტმა მუსიკის წერა 14 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესი დიდი ხანი გაგრძელდა, ორიოდ წლის წინ კი პროექტით - Creams დაგვირგვინდა.
ნათია leftfield electro pop ჟღერადობის მუსიკას ქმნის. გასული წლის მარტში ახალგაზრდა არტისტმა თანამშრომლობა ცნობილ ბრიტანულ ლეიბლთან - Awal-თან დაიწყო, რომელსაც ისეთი ლეგენდების სახელები უკავშირდება, როგორებიც მობი, ტომ იორკი, სტივ ლეისი და სხვები არიან.
საინტერესოა ისიც, რომ Creams-ის მუსიკალური სტილი იმდენადვე ქაოტურია, რამდენადაც საინტერესო. ელექტრო ჟღერადობის, მუსიკოსის გამორჩეული სტილის და ვიზუალის კომბინაცია კი Million Dollar Baby-ის ქმნის. საერთაშორისო მუსიკალური დეფიციტის ფონზე საქართველოში ასეთი არტისტის აღმოცენება კი ნამდვილი სასწაულის ტოლფასია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან “ყველას სმენა აქვს” (ფრაზა ბანალურია, მაგრამ სიმართლისგან შორს არაა), ის ხედვა, რომელსაც Creams საკუთარ ტრეკებში გადმოსცემს, მხოლოდ ერთეულებს გააჩნიათ. ერთეულებს, რომელთა შემოქმედებასაც კასეტიდან CD-ზე, CD-დან ipod-ში, ipod-დან ტელეფონში და საბოლოოდ ჩვენს მეხსიერებაში დეკადების მანძილზე ვიწერთ.
სერიალის მეორე სეზონი, საინტერესო სიუჟეტთან ერთად, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი კოსტიუმებითაც გამოირჩევა. Wednesday-ის გოტიკურ სამყაროს ვიზუალურ ესთეტიკაზე, უკვე მეორე სეზონია, რაც ოსკაროსანი კოლინ ეტვუდი ზრუნავს.
წინანდლის ფესტივალი კვლავ კლასიკური მუსიკისა და ისტორიული მემკვიდრეობის აღსანიშნავად გვეპატიჟება. წლევანდელი, რიგით მეშვიდე ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორი S-society გახლავთ, რომელიც თავისი ფილოსოფიით გვახსენებს, რომ განსაკუთრებული გამოცდილებების ძიების ხელოვნება კვლავაც ცოცხალი და აქტუალურია.
ჯეისონ მომოა ვენეციის კინოფესტივალზე ვარდისფერი კოსტიუმით, ბირკენსტოკებითა და შეღებილი ფრჩხილებით გამოჩნდა. მას წითელ ხალიჩაზე 16 წლის ვაჟი, ნაკოა-ვულფი ახლდა, რომელიც Dune: Part Three-ში მონაწილეობს.