Coachella 2026-ის პირველი უქმეები და ვარსკვლავების ფესტივალური სტილი

Coachella 2026-ის პირველი უქმეები ოფიციალურად დაიწყო და ფესტივალს უამრავ გულშემატკივართან ერთად A-list ვარსკვლავებიც შეუერთდნენ. წელს სცენის მთავარი სახეები საბრინა კარპენტერი, ჯასტინ ბიბერი და კაროლ ჯი არიან, კალიფორნიის ველები კი ფესტივალის სტილში გამოწყობილი სტუმრებით უკვე სავსეა.

იხილეთ ცნობილი სახეების საფესტივალო ლუქები:

haily bieber

1

ჰეილი ბიბერი

Coachella ამ უქმეებზე ფაქტობრივად „Bieberchella“-დ იქცა: მთავარ სცენაზე ჯასტინ ბიბერი მღერის, ფესტივალის სივრცეში კი ჰეილი ბიბერი Rhode-ის pop-up-ით არის წარმოდგენილი.

 

Kylie Jenner

2

კაილი ჯენერი

IT გოგო კოაჩელაზე მწვანე მაისურში გამოჩნდა, რომელზეც ჯასტინ ბიბერის ფოტოა დატანილი.

 

Kendall and Kylie Jenner

3

კენდალი და კაილი ჯენერები

დებმა 818 Tequila-ს ღონისძიებისთვის მსუბუქი თეთრი ლუქები შეარჩიეს.

 

ფესტივალი მიგელი

4

მიგელი

Coachella 2026-ზე YSL Beauty-ც აქტიურად იყო წარმოდგენილი. ბრენდმა ფესტივალის პირველ უქმეებამდე drive-thru ფორმატის pre-party გამართა.

 

Amelia Gray Hamlin

5

ამელია გრეი ჰამლინი

ამელია გრეი Coachella 2026-ზე სპორტული და თავისუფალი ფესტივალური ლუქით გამოჩნდა.

 

beckey g

6

ბეკი ჯი

ბეკი ჯი Coachella 2026-ზე ტყავის ტოპით გამოჩნდა, რომლის ფრინჯის დეტალი ფესტივალის ბოჰემურ ესთეტიკას ეხმიანებოდა.

ზევით