„ბინძური ცეკვების“ მიხედვით შექმნილი მიუზიკლი ბროდვეიზე დაიდგმება
1987 წლის ცნობილი ფილმის მიხედვით შექმნილი „ბინძური ცეკვები: მიუზიკლი“ 2027 წელს ბროდვეიზე პირველად დაიდგმება.
„მე ჩედვიკ ბოუზმანი ვარ, ადამიანები მსახიობს მეძახიან, თუმცა საკუთარ თავს მსახიობად არ მოვიხსენიებდი, ცნება ხელოვანი მირჩევნია“ - ამ სიტყვებით იწყება გასული წლის 28 აგვისტოს, 43 წლის ასაკში გარდაცვლილი ხელოვანის ჩედვიკ ბოუზმანის დოკუმენტური ფილმის პირველი თრეილერი.
ჩედვიკ ბოუზმანი, ხელოვანის პორტრეტი - ამ სახელწოდებით დოკუმენტურ ფილმს Netflix ამ უქმეებზე, 17 აპრილს წარადგენს. დიდი ხელოვანის საუკეთესოდ შესრულებული როლები, მსახიობის ბოლოდროინდელი კოლაბორაციები და ჩედვიკის თანამსახიობები, მათ შორის ვაიოლა დევისი, სპაიკ ლი, დენზელ ვაშინგტონი და დანაი გურირა ბოუზმანის ნიჭსა და პროფესიონალიზმს მიაგებენ პატივს.

ჩედვიკ ბოუზმანი გასული წლის 28 აგვისტოს, კოლორექტალურ სიმსივნესთან მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ, 43 წლის ასაკში დამარცხდა. მიუხედავად რთული დიაგნოზისა და ბოლო სტადიის მომაკვდინებელი დაავადებსა, ჩედვიკი სიცოცხლის ბოლო თვეებშიც კი აქტიურად აგრძელებდა საყვარელი საქმის კეთებას. ხელოვანის ბოლო ორი ფილმი Da 5 Bloods და Black Bottom ბოუზმანისთვის გარდაცვალების შემდეგაც კი აღიარების, პატივისცემისა და დაფასების მომტანი აღმოჩნდა.

ჩედვიკი 2021 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე, საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაშია ნომინირებული და გამარჯვების შემთხვევაში გახდება მეოთხე ადამიანი, რომელიც სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდება (ჰიტ ლეჯერის და პიტერ ფინჩის შემდეგ) და მეხუთე შავკანიანი, რომელიც ამ კატეგორიაში გაიმარჯვებს.