#მოდა

შანელის უახლესი 2025 წლის HAUTE COUTURE კოლექცია

გაზიარება:

Chanel 110 წლის იუბილეს აღნიშნავს. 2025 წლის მაღალი მოდის ჩვენება პარიზის გრან პალეში ბრენდის საუკუნოვან მემკვიდრეობას მიეძღვნა. ეს სეზონი მოდის სახლში გარდამტეხი ეტაპია, რადგან სულ მალე გუნდს ახალი კრეატიული დირექტორი, მეტიუ ბლეიზი, შეუერთდება. უახლესი კოლექცია შანელის შემოქმედებითმა გუნდმა საერთო ძალებით შექმნა. სამოსში გაბრიელ შანელის ხედვა კიდევ ერთხელ გაცოცხლდა.

შანელი, შანელის 2025 წლის კოლექცია, Chanel, Chanel 2025, Chanel haute couture collection

სცენოგრაფმა უილო პერონმა გრან პალე ზღაპრულ სივრცედ გარდაქმნა. გრანდიოზული პოდიუმი შანელის ამოტრიალებულ ლოგოს - ორ "C"-ს განასახიერებდა, რომელიც თან უსასრულობის სიმბოლოს ჰგავდა.

Grand Palais, შანელი, შანელის 2025 წლის კოლექცია, Chanel, Chanel 2025, Chanel haute couture collection

პოდიუმზე მოდელები მსუბუქი, ჰაეროვანი ქსოვილებისგან შექმნილი სამოსით გამოჩნდნენ. თვითონ კოლექცია ფერების სიმფონია იყო, რომელიც დღე-ღამის ციკლს ეხმიანებოდა. პირველი ლუქები – ღია აბრეშუმის კაბები და სადა ორეულები - განთიადის სიმშვიდეს გადმოსცემდა.

შანელი, შანელის 2025 წლის კოლექცია, Chanel, Chanel 2025, Chanel haute couture collection

შემდეგ გამოჩნდა მზის სხივებით განათებული ფერები: ყვითელი კოსტიუმი, იისფერი კაბა და ნარინჯისფერი პალტო, რომელიც იისფერ ჟაკარდის კაბასთან იყო შეხამებული. ბოლოს, ღამის ცის თემატიკით შთაგონებული ლუქები ვიხილეთ – მუქი ლურჯი და მბრწყინავი თეთრი, რომლებიც ვარსკვლავებით მოჭედილ ცას განასახიერებდნენ.

შანელი, შანელის 2025 წლის კოლექცია, Chanel, Chanel 2025, Chanel haute couture collection

შანელის დამახასიათებელი სტილი თანამედროვე ხელოვნებით იყო გაჯერებული. კოსმოსური სიმბოლოებით გაფორმებული ღილები, მეტალისა და ბროლის დეტალები მზისა და მთვარის მოტივებს ეხმიანებოდა. ვიხილეთ ხავერდოვანი ქამრები და შანელის სადა ფეხსაცმელები, რომლებიც ყველა ლუქს იდეალურად ერწყმოდა.

შანელი, შანელის 2025 წლის კოლექცია, Chanel, Chanel 2025, Chanel haute couture collection

მატილდას ხილვას მაღალი მოდის ჩვენებებზე უკვე მივეჩვიეთ. ქართველმა მოდელმა ვარდისფერი და შავი ლუქი მოირგო.

მატილდა გვარლიანი, Mathilda Gvarliani, შანელი, შანელის 2025 წლის კოლექცია, Chanel, Chanel 2025, Chanel haute couture collection

განსაკუთრებული მომენტები იყო ვარსკვლავებით ნაქარგი კაბა, მოცულობითი ცისფერი მოსასხამით. ჩვენების კულმინაციური მომენტი კი საქორწილო კაბა გახდა. მთავარი ლუქი ამერიკელმა მოდელმა ლულუ ტენიმ მოირგო.

chanel bridal dress 2025, შანელი, შანელის 2025 წლის კოლექცია, Chanel, Chanel 2025, Chanel haute couture collection

ხასხასა ფერებთან ერთად, კოლექციაში გამოიყენეს გაბრიელ შანელის ცნობილი შავი ფერიც, როგორც ელეგანტურობისა და სიმარტივის სიმბოლო. 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია სწორედ ამ დუალიზმს ეძღვნებოდა და აერთიანებდა როგორც დახვეწილ, ასევე გაბედულ ფერთა კომბინაციებს.

შანელი, შანელის 2025 წლის კოლექცია, Chanel, Chanel 2025, Chanel haute couture collection

ზევით