ამერიკელი რეპერი Cardi B მეოთხეჯერ გახდა დედა

შესაძლებელია თუ არა, რომ რომ წარმატებული კარიერა ოჯახს შევუთავსოთ? ამის ნათელი მაგალითია ამერიკელი რეპერი Cardi B, რომელიც მეოთხეჯერ გახდა დედა.

მუსიკოსმა სასიხარულო ამბავი 13 ნოემბერს Instagram პოსტით დაადასტურა. ვიდეოს წარწერაში, რომელსაც მისივე ბოლო ალბომიდან Am I The Drama სიმღერა Hello ადევს, კარდი აღნიშნავს, რომ მისი ცხოვრება ყოველთვის სხვადასხვა თავისა და სეზონებისგან შედგებოდა. ახლა ეს ყველაფერი ახალი ეტაპის დასაწყისად იქცა. Cardi B-ის სიტყვებით, თავიდან დაწყება რთულია, თუმცა ამ შემთხვევაში ღირდა. მან მსოფლიოს ახალი მუსიკა, ახალი ალბომი და ახალი სიცოცხლე აჩუქა. რაც კიდევ ერთი მიზეზია, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად იქცეს და მიზეზი, რომ საკუთარი თავი ყველაზე მეტად უყვარდეს. შეუძლებელია კარდი ბის არ დავეთანხმოთ!

cardi b

კარდი განმარტავს, რომ შემდეგი ეტაპია Me vs Me. რაც ნიშნავს ბრძოლას ყველა დაბრკოლებასთან და ყველაფერთან, რაც გზაზე შეიძლება წინაღობად დახვდეს. რეპერპმა უკვე დაიწყოს მუსიკალური ტურნესთვის მზადება და ამბობს, რომ არაფერი შეაფერხებს სურვილს, რომ ერთგულმა მსმენელმა საუკეთესო შესრულება მოისმინოს.

Instagram სთორიზე კარდიმ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ვარდისფერი საბავშვო ეტლი ჩანს. თუმცა, იქვე აჟღერებს, რომ ვაჟი შეეძინა და დასძენს, რომ მას უბრალოდ „გოგოური“ ნივთები მოსწონს. ბავშვის მამა ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი სტეფონ დიგსია. სტეფონ დიგსსა და კარდი ბის შორის ურთიერთობა საჯაროდ 2025 წლის მაისში დადასტურდა, როდესაც წყვილი NBA-ის პლეი-ოფზე გამოჩნდა.

Stefon Diggs and cardi

კარდი ბის ყოფილი ქმრისგან, ჰიპ-ჰოპ არტისტ ოფსეტისგან სამი შვილი ჰყავს. კარდიმ განქორწინებაზე განცხადება 2024 წლის ივლისში შეიტანა და სასამართლო პროცესი ამჟამად გრძელდება.

cardi b with kids

მიმდინარე წელი კარდი ბისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მან მეორე სტუდიური ალბომი Am I the Drama გამოუშვა, რომელმაც Billboard ის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. ამ შედეგით კარდი პირველი ქალი რეპერია, რომელმაც კარიერის პირველივე ორ ჩანაწერს ასეთი მიღწევა მოუპოვა.

კარდი ალბომის მხარდასაჭერ ტურნეს 2026 წლის თებერვალში დაიწყებს.

ზევით