10 წიგნი დუა ლიპას წიგნის კლუბიდან
დუა ლიპას გავლენა მუსიკას სცდება და თანამედროვე კულტურას, მოდას, კინოსა და წიგნებსაც მოიცავს. გაეცანით 10 წიგნს, რომლებიც მის ლიტერატურულ სამყაროს უკავშირდება.
გაზაფხულის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენა, კანის კინოფესტივალი 79-ედ დაბრუნდა. 12-დან 23 მაისამდე ფრანგული სანაპირო ტრადიციულად მსოფლიო კინონდუსტრიის ეპიცენტრი იქნება, სადაც ცნობილი რეჟისორები ახალი ფილმების პრემიერებს გამართავენ, წითელ ხალიჩას კი ავანგარდული მოდა დაიპყრობს.

Grand Théâtre Lumière-ის სცენაზე ფესტივალი მსახიობმა Eye Haïdara-მ გახსნა და მაყურებელს წლევანდელი ჟიური წარუდგინა. წელს საკონკურსო პროგრამას ლეგენდარული პარკ ჩან ვუკი ხელმძღვანელობს. ის პირველი კორეელი რეჟისორია, რომელიც კანის ჟიურის პრეზიდენტად დაინიშნა. მასთან ერთად საუკეთესო ფილმებს ისეთი ხელოვანები გამოავლენენ, როგორებიც Demi Moore, Ruth Negga, Chloé Zhao, Stellan Skarsgård, Isaach De Bankolé, Diego Céspedes, Laura Wandel და Paul Laverty არიან.

ფესტივალის პირველ დღეს წითელ ხალიჩაზე აქცენტი ცნობილი მოდის სახლების საარქივო ლუქებსა და ელეგანტურობაზე გაკეთდა. დემი მურმა არჩევანი Jacquemus-ის მბზინავ თეთრ კაბაზე შეაჩერა, ხოლო ფილიპინ ლეროი ბოლიემ პარიზული სტილი Anthony Vaccarello-ს მიერ შექმნილი Saint Laurent-ის ჰაეროვანი სამოსით წარმოადგინა.

ფილმის La vie d’une femme პრემიერაზე, შარლ და ალექსანდრა ლეკლერები შეუღლებული წყვილის რანგში წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდნენ. ალექსანდრას პაოლო სებასტიანის მიერ შექმნილი კაბა ეცვა – სწორედ ამ დიზაინერს ეკუთვნის მისი საქორწილო სამოსის დიზაინიც. ფორმულა 1-ის მრბოლელმა კი არჩევანი Giorgio Armani-ის კოსტიუმზე შეაჩერა, რომელსაც ბრილიანტის გულსაბნევი ამშვენებდა.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო Leïla Bekhti-მ, რომელიც Guy Laroche-ის ვინტაჟური კაბით გამოჩნდა. Ruth Negga-მ კი Dior-ის დახვეწილი ლუქი მოირგო.
![]() |
![]() |
13 მაისს, Fukada Koji-ის იაპონური ფილმის, Nagi Notes-ის პრემიერაზე ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში ალჟირელი მოკრივე - Imane Khelif მოექცა, რომელიც Chanel-ის კლასიკურ კოსტიუმში იყო გამოწყობილი.

La Vie d’une femme-ის პრემიერაზე, ლეკლერებთან ერთად მომღერალი Charlotte Cardin-ი Yves Saint Laurent-ის გამჭვირვალე სამოსით გამოჩნდა, ხოლო ჯილიან ანდერსონმა უპირატესობა Miu Miu-ს დახვეწილ დიზაინს მიანიჭა.
![]() |
![]() |
წელს Palme d'Or-ისთვის სულ 22 ფილმი იბრძვის, მათ შორის პედრო ალმოდოვარისა და ჯეიმს გრეის ახალი ნამუშევრები. წინ კიდევ ათი დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარი კინოაღმოჩენები და ერთმანეთზე საინტერესო ლუქები ჯერ კიდევ წინ გვაქვს.