„ბინძური ცეკვების“ მიხედვით შექმნილი მიუზიკლი ბროდვეიზე დაიდგმება
1987 წლის ცნობილი ფილმის მიხედვით შექმნილი „ბინძური ცეკვები: მიუზიკლი“ 2027 წელს ბროდვეიზე პირველად დაიდგმება.
ერთი სამარხი და ერთი ახალი აღმოჩენაც კი საკმარისი შეიძლება გახდეს იმაში დასარწმუნებლად, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ცივილიზაციის ელ-არგარის 4 ათასი წლის წინანდელი ისტორიული და პოლიტიკური ცხოვრების მთავარი განმკარგველნი სწორედ ქალები იყვნენ და ისინი იმაზე დიდი როლს თამაშობდნენ ბრინჯაოს ხანაში, ვიდრე წარმოგვედგინა.

ბრინჯაოს ხანის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სამარხი რამდენიმე წლის წინ იქნა აღმოჩენილი და მას სამარხი 38 უწოდეს. ის 35-დან 40 წლამდე მამაკაცსა და დაახლოებით 25-30 წლის წლის ქალს ეკუთვნოდათ, მათთან ერთად სამარხში აღმოჩენილი იქნა 30-მდე ძვირფასი ვერცხლის ნივთი, რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდ სიმდიდრეს წარმოადგენდა.

ძვირფასეულობის დიდი ნაწილი ქალის საკუთრება გახლდათ, მათ შორის სამკაულები: სამაჯური, ყელსაბამი, სადგისი ვერცხლის ტარით, მოვერცხლილი კერამიკული დოქები და ყველაზე გასაოცარი და ძვირფასი ვერცხლის დიადემა ოქრის დისკოთი, რომელიც ძალიან ჰგავს მე-19 საუკუნეში, მდიდარი ქალების სამარხებში აღმოჩენილ 4 სხვადასხვა დიადემას.

„არგარის საზოგადოებაში დომინანტი კლასის ქალებს დიადემებით კრძალავდნენ, კაცებს კი მახვილით და ხმლით“
ბარსელონის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის მკვლევრების განცხადებით, მამაკაცებისთვის, სამარხში ჩატანებული ხმლები მათ აღმასრულებელ როლზე მიგვანიშნებდნენ, იდეოლოგიური და მმართველი ლეგიტიმაცია კი დიდი ალბათობით ქალების ხელში უნდა ყოფილიყო.