ბიონსემ ტურნე Cowboy Carter 28 აპრილს ლოს-ანჯელესიდან დაიწყო. კონცერტების სერია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში 32 ქალაქს მოიცავს, მუსიკალურ პროგრამასთან ერთად გამორჩეულია ვიზუალური გადაწყვეტით. სასცენო კოსტიუმები, რომლებიც სპეციალურად ტურნესთვის შეიქმნა, აერთიანებს ამერიკული ვესტერნის ესთეტიკას და თანამედროვე მოდის მნიშვნელოვან სახელებს.
McQueen
ბიონსე ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს შოუს, სადაც მუსიკა, ვიზუალური გაფორმება და ტანსაცმელი ერთად ქმნის სრულყოფილ ესთეტიკას. Cowboy Carter-ის ტურნესთვის მომღერალმა არჩევანი როგორც მაღალი მოდის ბრენდებზე, ისე ახალ თაობის დიზაინერებზე გააკეთა. Off White, Ralph Lauren, Dolce & Gabbana და Versace სასცენო გარდერობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ამასთან, ბიონსე სცენაზე ჩნდება Sami Miro-ს, Anrealage-სა და Ottolinger-ის კოსტიუმებშიც.
Vivienne Westwood
Loewe
ერთ-ერთი გამორჩეული ვიზუალი წარმოდგენილი იყო ჰიუსტონის კონცერტზე, სადაც ბიონსემ სცენაზე ქართველი დიზაინერის, დავით კომას მიერ შექმნილი კოსტიუმი მოირგო.
David Koma
Cowboy Carter 26 ივლისს ლას-ვეგასში დასრულდება. თვალი ადევნეთ TheDiary-ს, სადაც ბიონსეს ყველა მნიშვნელოვანი სასცენო კოსტიუმი გაშუქდება.
ემილი კუპერი ბრუნდება! Emily in Paris-ის მე-5 სეზონი 18 დეკემბერს გამოვა და პირველი თიზერიც უკვე გვაქვს. ემილი ამჯერად არა მხოლოდ პარიზში, რომსა და ვენეციაშიც იმოგზაურებს. თანაც, ახალ შეყვარებულ მარჩელოსთან ერთად.
საქართველო 2025 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დემოკრატიისა და თავისუფლების გზავნილით წარსდგა. ახლად დაარსებულმა „საქართველოს წიგნის ასოციაციამ“ ქართველი გამომცემლები ერთ კოლექტიურ სტენდზე გააერთიანა, რომლის მთავარი თემა პოლიტპატიმრებისადმი სოლიდარობის გამოხატვას ეძღვნება.
შილდაში დაფუძნებული მეღვინეობა საუკუნოვან ტრადიციას უკვე თანამედროვე მოდასთან აერთიანებს. Chelti Winery ლონდონის მოდის კვირეულის ოფიციალური პარტნიორი გახდა.