„ოდისეა“ – კრისტოფერ ნოლანის ყველაზე ვარსკვლავური და მასშტაბური ფილმი
მეტ დეიმონი ოდისევსის როლში, ენ ჰეთეუეი, რობერტ პატინსონი და ვარსკვლავური შემადგენლობა – რატომ გახდა „ოდისეა“ 2026 წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა.
ბელა ჰადიდი პროფესიულ არეალს აფართოებს და ძალიან მალე სერიალში The Beauty რუბის როლში ვიხილავთ. რაიან მერფის მიერ შექმნილი სერიალის მსოფლიო პრემიერა 15 იანვარს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა.
პრემიერაზე ჰადიდს Schiaparelli-ის 2025 წლის შემოდგომის კუტიურ კოლექციიდან შერჩეული წითელი აბრეშუმის კაბა ეცვა. ლუქს Chopard-ის ბრილიანტის სამკაულები ამშვენებდა.

The Beauty ჯერემი ჰაუნისა და ჯეისონ ა. ჰარლის 2016 წელს გამოცემულ გრაფიკულ რომანს ეფუძნება. სიუჟეტი მოგვითხრობს FBI-ის აგენტებზე, რომელთა როლებს ევან პიტერსი და რებეკა ჰოლი ასრულებენ. გამოძიებას ისინი ტექნოლოგიურ მილიარდერამდე მიჰყავს, რომლის პერსონაჟსაც ეშტონ კატჩერი განასახიერებს და რომელიც საკუთარი გამოგონების დაცვას ნებისმიერ ფასად ცდილობს.
ბელა ჰადიდი სერიალში ეპიზოდურ როლს თამაშობს და მისი პერსონაჟი მჭიდროდ უკავშირდება სილამაზის, იმიჯისა და ფიზიკური რისკის თემებს. „The Beauty“-ის მაყურებელი 21 იანვარს FX-სა და Hulu-ზე იხილავს.