პოპულარული ქართული ტელესერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“, ტელეეკრანებზე დაბრუნებას სამსახიობო გუნდში ახალი სახეების გამოჩენა მოჰყვა. ცოტნე ცოტაშვილის ყოფილ მეუღლეს - ექსცენტრიულ თიკას ჩცდ-ს პირველივე სერიებისთანავე ექმნება პრობლემები, როდესაც ფსიქოლოგი ტკბილეულის მაღაზიაში ქეთო თოფურიძესა და ბაიკო კოროხაშვილს (სოციალურ ქსელებში ცნობილს, როგორც ბაიკო ვიკაშენკოს) უპირისპირდება.
ქეთო თოფურიძეს ქართველი საზოგადოება ტელეეკრანებიდან უკვე იცნობს, ბაიკო კოროხაშვილისთვის კი, „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული როლი სადებიუტო აღმოჩნდა.
მოგვიყევით, როგორ მოხვდით ჩემი ცოლის დაქალებში?
საკმაოდ ბანალურად განვითარდა მოვლენები, მე და ქეთო თოფურიძე, რომელიც უკვე დამტკიცებული იყო როლზე, ვიმყოფებოდით დუბაიში. დიალოგში გაირკვა, რომ მისი პერსონაჟისთვის ეძებდნენ სერიალში დაქალს ჩვენც შევთავაზეთ ჩემი კანდიდატურა, გავგზავნეთ ფოტოები, გავიარე ქასთინგი და დამამტკიცეს.
მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არანაირი გამოცდილება არ მქონდა გადასაღებ მოედანზე და შინაგანად ძალიან დაძაბული ვიყავი, შევეცადე მომეკრიბა ყველა მიწიერი და ზეციური ძალები და ბოლომდე მიმეყვანა საკუთარ თავზე დაკისრებული გამოწვევა.
დიდი მადლობა მთელ გადამღებ გუნდს, რომლებიც მიქმნიდნენ შესაბამის განწყობას
მართალია მსახიობი არ ვარ პროფესიით, მაგრამ ჩემი პატარა მიკრო თეატრი მაქვს ჩემს ინსტაგრამ გვერდზე, საიდანაც ვახერხებდი ჩემი ხასიათისა და განწყობის ვიდეოებით გადმოცემას. ამან გარკვეულწილად მომცა სითამამე, თუმცა ამავდროულად მზად ვიყავი კრიტიკის ქარცეცხლშიც გასატარებლად.
იმ ნაწილი პროექტების უკან, რაც შეიძლება ამოიკითხონ და გარკვეულწილად შეხედულებები დარჩეს საზოგადოებას ჩემი ინსტაგრამიდან, ვარ აბსოლუტურად სხვა რეალობაში, რომლის გასაჯაროებაც არასდროს არ მსურდა. ერთადერთი რაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვარ დედა, ამ სიტყვის სრული არსით და მხოლოდ შემდგომ სხვა დანარჩენი.
ლონდონში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სამხედრო ცერემონია Trooping the Colour 2025 გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეფე ჩარლზი, პრინცესა კეთრინი და ოჯახის წევრები. ყურადღება პრინცესა კეთრინის ჩაცმულობამ და ღონისძიების ცერემონიალის დეტალებმა.
ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მთავარ სიმბოლოდ იქცა — მან ნეაპოლში სკუდეტო მოიგო, PSG-ს ჩემპიონთა ლიგა მოუტანა და საქართველოს ისტორიულად პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
პლატფორმა Max „ჰარი პოტერის“ სერიალის მზადებაშია. ჰოგვორტსის პროფესორების შემდეგ, ახლა უკვე ცნობილი ტრიოს – ჰარის, ჰერმიონისა და რონის პერსონაჟების შემსრულებელი მსახიობების ვინაობაც ვიცით. სერიალის გადაღებები ამ ზაფხულს დაიწყება.