ისტორია, რომელსაც კვარას ბურთი წერს
ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მთავარ სიმბოლოდ იქცა — მან ნეაპოლში სკუდეტო მოიგო, PSG-ს ჩემპიონთა ლიგა მოუტანა და საქართველოს ისტორიულად პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
ლონდონის Royal Festival Hall-მა, BAFTA-ს რიგით 76-ე დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოების ტრიუფატორად გერმანული ფილმი All Quiet on the Western Front მოგვევლინა, რომელმაც 14 ნომინაციიდან, 7-ში გამარჯვება მოიპოვა. Netflix-ის ომის საწინააღმდეგო ეპოსმა რამდენიმე ძირითად კატეგორიაში გაიმარჯვა, მათ შორის საუკეთესო რეჟისორის, ხმისა და ფილმის ნომინაციებიც გახლდათ.
გამარჯვებების სიუხვით გამოირჩეოდა The Banshees of Inisherin-იც, მარტინ მაკდონაგის ფილმმა გასულ ღამეს 10-დან - 4 კატეგორიაში გაიმარჯვა.
10 ნომინაციით გახლდათ წარდგენილი ოსკარების ერთ-ერთი ფავორიტი ფილმი Everything Everywhere All At Once, თუმცა მან ბრიტანული აკადემიისგან მხოლოდ 1 პრიზი დაიმსახურა.
წლის საუკეთესო მსახიობი ქალისა და მამაკაცის ნომინაციები, BAFTA 2023-ზე ოსტინ ბატლერმა და ქეით ბლანშეტმა გადაინაწილეს. ოსტინს გამარჯვება Elvis-ში შესრულებული როლისთვის, ქეითს კი Tar-ში განსახიერებული პერსონაჟისთვის ხვდა წილად.
წლის საუკეთესო რეჟისორის, უცხოენოვანი ფილმის, ანიმაციისა და ორიგინალური თუ ადაპრიტებული სცენარის გამარჯვებულები, შემდეგნაირად გადანაწილდნენ:
წლის საუკეთესო ფილმი - All Quiet on the Western Front
წლის საუკეთესო ბრიტანული ფილმი - The Banshees of Inisherin
წლის საუკეთესო რეჟისორი - ედვარდ ბერგერი (All Quiet on the Western Front)
წლის საუკეთესო ორიგინალური სცენარი - The Banshees of Inisherin
წლის საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - All Quiet on the Western Front
წლის საუკეთესო მსახიობი ქალი - ქეით ბლანშეტი
წლის საუკეთესო მამაკაცი - ოტინ ბატლერი
წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი - All Quiet on the Western Front
წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - Navalny
წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმი - გილერმო დელ ტოროს პინოქიო
წლის საუკეთესო კოსტუმების დიზაინი - კეტრინ მარტინი (Elvis)
წლის საუკეთესო ვიზუალური ეფექტები - Avatar: The Way Of Water