10 წიგნი დუა ლიპას წიგნის კლუბიდან
დუა ლიპას გავლენა მუსიკას სცდება და თანამედროვე კულტურას, მოდას, კინოსა და წიგნებსაც მოიცავს. გაეცანით 10 წიგნს, რომლებიც მის ლიტერატურულ სამყაროს უკავშირდება.
მისი სახელია ბენიტო ანტონიო მარტინეს ოკასიო და თუ ჰკითხავთ, როგორ აღმოჩნდა ის Super Bowl-ის სცენაზე, პასუხად მიიღებთ, რომ მას უბრალოდ საკუთარი თავის რწმენა არასდროს დაუკარგავს. 8 თებერვალს მთელი მსოფლიოს ყურადღება სანტა-კლარას Levi’s Stadium-ისკენ იყო მიპყრობილი. Bad Bunny-ს Halftime შოუ კი იმაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა.

ბენიტოს გზა პუერტო-რიკოს პატარა მაღაზიის თანამშრომლიდან პლანეტის ყველაზე მოთხოვნად არტისტობამდე ამ წლის პირველი განხილვადი და ინსპირაციული ამბავი იქნება.
Bad Bunny-მ 13 წუთიანი პერფორმანსით ლათინურ-ამერიკული მუსიკა მსოფლიოს ცენტრში მოაქცია. ბოლო ათწლეულში ეს ჟანრი ვიწრო ნიშიდან გლობალური მნიშვნელობის მუსიკად იქცა და დღეს Spotify-ს სტრიმების თითქმის მესამედს ფლობს. ბენიტოს მუსიკა მსოფლიო აუდიტორიამ 2025 წელს 19.8 მილიარდჯერ მოისმინა, ამიტომაც მისთვის სცენის დათმობა, NFL-ის საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელი უალტერნატივო ბილეთი გახლდათ.

„ბენიტოს ბოული“ ისტორიული მოვლენაა, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც Super Bowl-ის მთავარი სცენა თითქმის სრულად არაინგლისურენოვანმა შოუმ დაიკავა. ამ გადაწყვეტილებას წინააღმდეგობის გარეშე არ ჩაუვლია. ანონსს კონსერვატიული წრეების, მათ შორის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, ბენიტოსთვის ესპანური ენა არჩევანი არაა, ეს მისი იდენტობაა.
![]() |
|
სწორედ ეს პირდაპირობა გახდა NFL-ის წარმატების გარანტი. ბენიტოსთვის ამ სცენის დათმობით ლიგამ ამერიკის საზღვრებს მიღმა არსებული გიგანტური აუდიტორიის გული მოიგო.
![]() |
![]() |
ვიზუალურად შოუ ნარატიული შედევრი იყო. ბენიტომ მოედანზე თავისი ცნობილი La Casita გააცოცხლა – ფერადი სახლი, რომელიც პუერტო-რიკული ყოფის სიმბოლოა. სტადიონზე ვიხილეთ პედრო პასკალი, Cardi B, Karol G, ჯესიკა ალბა და Young Miko. მათ გვერდით კი ბრუკლინის ლეგენდარული Caribbean Social Club-ის მფლობელი, ტონიტა იდგა.

მუსიკალურად ეს იყო კულტურული მემკვიდრეობის ტრიუმფი. დაწყებული Tití Me Preguntó-ს რიტმებით, დამთავრებული რიკი მარტინის ენერგიული გამოსვლითა და Daddy Yankee-ს უკვდავი Gasolina-ს აკორდებით. შოუს განსაკუთრებული ელფერი შესძინა ლედი გაგამაც, რომელმაც თავისი ჰიტი Die With a Smile შეასრულა.

ბენიტოს გამოსვლას განსაკუთრებულ პოლიტიკურ სიმძაფრეს სძენდა მისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები. შარშან ბენიტომ განაცხადა, რომ აშშ-ში ტურნეს არ ჩაატარებდა, რადგან საიმიგრაციო სამსახური (ICE) ყველაზე მწვავედ სწორედ Bad Bunny-ს ფანებს, ლათინოამერიკელებს უქმნიდა საფრთხეს.
Super Bowl ერთადერთი გამონაკლისი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს ბენიტომ 66 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ამ შოუში მას ჰონორარი არ აუღია – როგორც სხვა ნებისმიერ არტისტს, რომელიც Super Bowl-ის სცენაზე მდგარა. ყველამ იცის, რომ ეს 13 წუთი იმაზე უკეთესი მარკეტინგია, ვიდრე ნებისმიერი ანაზღაურება.
შოუს ყოველი დეტალი, მათ შორის მისი Zara-ს სამოსიც კი, სიმბოლური იყო. Bad Bunny-მ გამოსვლისთვის სადა, კრემისფერი ლუქი შეარჩია. ხოლო მაისური წარწერით Ocasio 64, სავარაუდოდ დედამისს მიუძღვნა, რომელიც 1964 წელსაა დაბადებული. შოუს კულმინაცია კი პოლიტიკური მანიფესტი გახდა. El Apagón-ის შესრულებისას ბენიტომ პუერტო-რიკოს დამოუკიდებლობის დროშით ხელში გადაკვეთა მოედანი, ხოლო სცენის დეკორაციებით კუნძულის ენერგოკრიზისის შესახებ შეახსენა მსოფლიოს.

ბოლოს Bad Bunny-მ მოედანზე ბურთი დააგდო წარწერით „ერთად, ჩვენ ვართ ამერიკა“. ბენიტო ანტონიო მარტინეს ოკასიომ დაამტკიცა, რომ სამყაროს ყურადღების დასაპყრობად არ არის საჭირო საკუთარი ენის ან ფასეულობების დათმობა, მთავარია, რომ ოცნებებისკენ იარო და მოხვდე სცენაზე, სადაც მთელ მსოფლიოს შენს ხმას გააგონებ.
![]() |
![]() |