„ბინძური ცეკვების“ მიხედვით შექმნილი მიუზიკლი ბროდვეიზე დაიდგმება
1987 წლის ცნობილი ფილმის მიხედვით შექმნილი „ბინძური ცეკვები: მიუზიკლი“ 2027 წელს ბროდვეიზე პირველად დაიდგმება.
შესაძლოა ამ სერიალის პოსტერი უკვე ბევრჯერ შეგხვდათ, მაგრამ თანამედროვე მელოდრამებს მიჩვეულებმა ყურადღებაც არ მიაქციეთ და Netflix ტრადიციულად ჩასქროლეთ. დაბრუნდით! Anne with an E თქვენს list-ში აუცილებლად უნდა მოხვდეს!

სერიალი, რომლის მთავარი გმირის ისტორიაც მე-19 საუკუნის კანადაში იწყება, თქვენს ყურადღებას გასაოცარი მხატვრობით, ადამიანური ურთიერთობებითა და რაც მთავარია, მთავარი გმირის როლის შემსრულებლის - ამიბეთ მაკნალტის სამსახიობო ოსტატობით მიიპყრობს. ცოტა ფეთხუმი, ძალიან ხმაურიანი, ინტერესიანი და საოცარი წარმოსახვის უნარის მქონე ჟღალთმიანი გოგონა ბავშვთა სახლში გაიზარდა. ენს 13 წლის ასაკისთვის ძალიან მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილი, თუმცა ბედისწერას ის მარტოხელა და-ძმის სახლში მიჰყავს, სადაც მისი ცხოვრება საფუძვლიანად იცვლება.

ლუსი მაუდ მონტგომერის ნოველის ადაპტაცია ისეთ მნიშვნელოვან თემებს ეხმაურება, როგორებიცაა შვილად აყვანა, მცირეწლოვანების შრომითი ექსპლუატაცია, ფსიქოლოგიური ტრავმა, სოციალურ ფენათა სხვაობა და ა.შ. ამ ყველაფერს კი ფონად საოცრად მამაცი, ჭკვიანი, მიზანსწრაფული და კეთილი გოგონას ისტორია დაუყვება, როემელიც გზადაგზა სწავლობს სიყვარულს, მეგობრობას, ერთგულებას და საკუთარი თავის შეცნობას.
