ოსკარები 2025: რას უნდა ველოდოთ ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოზე?
ოსკარები 2025 ახლოვდება! სულ რამდენიმე საათი და გავიგებთ, თუ ვინ მოიგებს საუკეთესო ფილმის, მსახიობისა და რეჟისორის პრიზებს.
| ანა გოჩავა |
თბილისში, ნაძალადევის რაიონში ახალი მურალი „აფხაზეთი საქართველოა“ გამოჩნდა, რომელზეც ბედიის მონასტერი, ბიჭვინთა და რესტორანი გაგრიფშია ასახული. მურალი შეიქმნა Tbilisi Mural Fest-ის ფარგლებში, რომლის მიზანია ქალაქის ღია საჯარო გამოფენის სივრცედ ქცევა, სადაც თანამედროვე ქუჩის ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები იქნება წარმოდგენილი.
ამ შთამბეჭდავ ნამუშევარზე მხატვრებმა, ბესიკ მაზიაშვილმა და აფზან ფირზადემ იმუშავეს. მურალი განთავსებულია აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელ კორპუსზე და საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს ასახავს.
„დაუვიწყარი იქნება ჩემთვის ამ პროექტზე მუშაობა. ადგილობრივები ისეთი ემოციით ეკიდებოდნენ თითოეულ დეტალს და იხსენებდნენ თავიანთ ცხოვრებას აფხაზეთში, ეს პასუხისმგებლობას მიმატებდა, რადგანაც ვხვდებოდი, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანზე ვმუშაობდით“, - აღნიშნავს აფზან პირზადე.
მოგეხსენებათ, დღეს აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში რუსეთმა აფხაზეთში 1992-1993 წლების რუსეთ-საქართველოს ომის ინსპირირება მოახდინა. ამ ომს შედეგად მოჰყვა დაახლოებით 80%-მდე მოსახლეობის, უპირატესად ქართველების, გამოდევნა აფხაზეთიდან.
„სიმბოლურია, რომ ბედიის მონასტერი, რომელიც გაერთიანებული საქართველოს მთავარი სიმბოლოა, დღეს ისე, როგორც საქართველო უაფხაზეთოდ გუმბათის გარეშეა დარჩენილი - უცნაურია, მაგრამ მუშაობისას შეგრძნება გვქონდა, რომ ამ ხალხს, მცირე დოზით, მაგრამ მაინც ვუბრუნებდით საკუთარ სახლებს“, - ბესიკ მაზიაშვილი.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ დაასრულა აფხაზეთის სრული ანექსია, რაც ამ ტერიტორიების მიტაცებას ნიშნავს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა სამართლებრივად საქართველოს სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია, მიუხედავად რუსული იმპერიული ძალების მცდელობისა.