ოსკარები 2025: რას უნდა ველოდოთ ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოზე?
ოსკარები 2025 ახლოვდება! სულ რამდენიმე საათი და გავიგებთ, თუ ვინ მოიგებს საუკეთესო ფილმის, მსახიობისა და რეჟისორის პრიზებს.
ლოს-ანჯელესში 2024 წლის Academy Museum გალაზე ჰოლივუდის ყველაზე მოდური და ვარსკვლავური ადამიანები კინოხელოვნების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. საკულტო მუზეუმში გამართულ ღონისძიებას ფონდის მისია აკისრია. კინემატოგრაფიის მუზეუმში გამართული საღამო წელს პოლ მესკალს, რიტა მონეროსა და კვენტინ ტარანტინოს მიეძღვნა. სამუზეუმო გამოფენებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდასაჭერად 11 მილიონი დოლარიც შეგროვდა. კვენტინ ტარანტინომ კი, მუზეუმს ფილმის "მაკულატურა" სცენარის პირველი ხელნაწერი გადასცა.
კინემატოგრაფიის დღესასწაულის ფონზე გაშლილი წითელი ხალიჩა კაშკაშა ვარსკვლავებმა დაიპყრეს. მსახიობები, რეჟისორები თუ ჰოლივუდის გამორჩეული ფიგურები ავანგარდულ, გლამურულ, სადა და ელეგანტურ სამოსში გამოჩნდნენ. მოდით, გადავავლოთ თვალი ვარსკვლავების საუკეთესო ლუქებს.
სელენა გომესი გალაზე Alaïa-ს მუქი ლურჯი კაბით გამოჩნდა. კაბას შავი, ტყავის დეკოლტე ამშვენებდა. სამოსს სელენამ Tiffany & Co-ს ვერცხლის სამაჯური და საყურეები შეუხამა.
კაილი ჯენერმა Mugler-ის ვინტაჟური, 1998 წლის კაბა მოირგო და სუპერმოდელ დასთან, კენდალ ჯენერთან ერთად წითელ ხალიჩაზე იპოზიორა.
კენდალი Schiaparelli-ს უახლესი კოლექციის კაბით გამოჩნდა.
სუპერმოდელი კაია გერბერი Givenchy-ს 1997 წლის საშემოდგომო კოლექციის კაბაში გამორჩეულად ელეგანტური იყო. 1997 წელს ალექსანდრ მაკ-ქუინის მიერ შექმნილი კაბა ოდრი ჰეპბერნის საკულტო კაბის გოტიკური, მუქი ვერსიაა.
ამერიკელი რეპერი და მსახიობი ჯეიდენ სმიტი ლუი ვიტონის შარვალ-კოსტიუმში გამოჩნდა.
წლევანდელი გალას ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, მსახიობი პოლ მესკალი გუჩის შავი, კლასიკური ლუქით წარსდგა.
სუპერმოდელ როზი ჰანტინგტონს Saint Laurent-ის კაშკაშა კაბა ამშვენებდა.
ნიკოლ კიდმანმა ამჯერადაც არ უღალატა ბალენსიაგას და წითელ ხალიჩაზე უკვდავი შავი კაბით გამოჩნდა, ხელზე კი ოპერის ხელთათმანები მოირგო.
გალას არიანა გრანდეც დაესწრო და მომღერალი Balmain-ის კოპლებიან კაბაში ვიხილეთ.
ზოი სალდანას Harris Reed-ის 2025 წლის კოლექციის კაბა და REZA Jewelry-ის სამკაულები ამშვენებდა.
კიმ კარდაშიანი, როგორც ყოველთვის, თამამი ლუქით გამოჩნდა და ეს ჩვენ აღარც კი გვიკვირს. კიმს ფრანგული ბრენდის, Mugler-ის 1998 წლის თეთრი კორსეტი ეცვა.