რა წიგნები აჩუქა WHITE LOTUS-ში ჩელსიმ საქსონს?
„თეთრი ლოტუსის“ მესამე სეზონში საქსონ რატლიფის პერსონაჟი თვალსაჩინო ტრანსფორმაციას გადის — ჩელსის და ბუდისტური ლიტერატურის დახმარებით, პრივილეგირებული nepo baby სულიერ ძიებას იწყებს.
2022 წლის ოქტომბერში, რიგით მეათსე სტურიდური ალბომის Midnights-ის გამოშვებიდან რამდენიმე დღეში, ტეილორ სვიფტი გახდა ისტორიაში პირველი შემსრულებელი, რომელმაც Billboard Hot 100 სიმღერების სიაში 10 ადგილი დაიკავა. ერთი თვის შემდეგ, ტეილორის 14 მილიონმა ერთგულმა გულშემატკივარმა, მომღერლის 2023 Eras Tour-ზე ბილეთების შეძენა ისეთი სისწრაფით და მონდომებით გადაწყვიტა, რომ ამ პროცესმა Ticketmaster-ის მწყობრიდან გამოსვლაც კი გამოიწვია.
Midnights-ის წარმატებისა და Eras Tour-ის მიმართ გაჩენილი მოლოდინის მიუხედავად, გასულ წელს ტეილორმა $92 მილიონი შემოსავლიდან, დიდი ნაწილი წინა წლებში გამოშვებული მუსიკით მიიღო. 2022 წლის 10 ყველაზე შემოსავლიან ცნობილ ადამიანს შორის, ტეილორ სვიფტი მეცხე ადგილს იკავებს. ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:
1. Genesis - $230 მილიონი
პროგრესული როკის პიონერებმა, Concord Music Group-სთვის სიმღერების უფლებების მიყიდვით $300 მილიონი მიიღეს და ათეულის სათავეშიც მოექცნენ.
2. სტინგი - $210 მილიონი
17 გრემის მფლობელმა და Police-ის ყოფილმა სოლისტმა, მთელი თავისი მუსიკალური ნაწარმის (როგორც სოლო ასევე The Police-თან ერთად) გაყიდვიდან, გადასახადებამდე, $300 მილიონი მიიღო.
3. ტაილერ პერი - $175 მილიონი
თანამედროვე რენესანსის ადამიანს, მსახიობ-რეჟისორ-მწერალ-სტუდიის მაგნატს კიდევ ერთი მომგებიანი წელი ჰქონდა, მისი სატელევიზიო შოუს სტრიმინგიდან, ტაილერ პერიმ $175 მილიონის შოვნა შეძლო.
4. ტრეი პარკერი და მეთ სტოუნი - $160 მილიონი
პოპულარული ანიმაციური სატელევიზიო შოუს South Park-ის შემქმნელმა წყვილმა 2022 წელი დიდებულად ჩაამთავრა. 2021 წელს მათ ხელი მოაწერეს ექსკლუზიურ კონტრაქტს Paramount-თან, რომელიც მათ 6 წლის განმავლობაში 935 მილიონი დოლარის გარანტირებულ შემოსავალს ჰპირდება.
5. ჯეიმს ბრუკსი და მეთ გროენინგი - $105 მილიონი
ბრუკსი და გროენინგი The Simpsons-ის შემქმნელები არიან. 2019 წლის აპრილში, შოუ, თავისი 30 სეზონით, FX-დან Disney+-ზე გადავიდა, ამ გარიგებით კი მის შემქმნელებს ყოველწლიურად $105 მილიონი ერგებათ.
6. ბრედ პიტი - $100 მილიონი
ბრედმა, დეკემბერში, თავისი საპროდიუსერო კომპანიის Plan B Entertainment-ის დიდი ნაწილი Mediawan-ს მიჰყდა, ამ გარიგებით პირმა $113 მილიონი გამოიმუშავა. 2022 წელს, 59 წლის მსახიობმა, ასევე მონაწილეობა მიიღო ფილმებში:"Bullet Train, Babylon და The Lost City.
7. The Rolling Stones - $98 მილიონი
ლეგენდარულმა ბრიტანულმა როკ ჯგუფმა The Rolling Stones-მა, ევროპის 15 ქალაქში გამართული თითო კონცერტიდან, $8.5 მილიონი მიიღო. ბენდის სრულმა შემოსავალმა 2022 წელს $98 მილიონი შეადგინა.
8. ჯეიმს კემერონი - $95 მილიონი
Avatar: The Way of Water-ის გამოსვლის დღიდან 2022 წლის ბოლომდე, რეჟისორმა ჯეიმს კემერონმა $95 მილიონამდე გამოიმუშავა. ფილმის წარმატების წყალობით, კემერონი ახლა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი 3 ფილმის რეჟისორი გახლავთ, Avatar: The Way of Water-თან ერთად სიაში, Avatar (2009) და Titanic (1997) მოიაზრებიან.
9. ტეილორ სვიფტი - $92 მილიონი
ტეილორის წარმატებაზე უკვე ბევრი ვილაპარაკეთ, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებში, მომღერლის 2022 წლის ალბომის Midnights-ის 1,8 მილიონი ასლი გაიყიდა.
10. Bad Bunny - $88 მილიონი
Bad Bunny-მ 2022 წლის შემოსავლების დიდი ნაწილი, ორი ტურნეთი El Último Tour Del Mundo და The World's Hottest Tour-ით გამოიმუშავა. მომღერლის სარფიან გარიგებებს შორის იყო Corona, Cheetos და Adidas.