არაფერი შეედრება „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიას და ამაში რამდენიმე საათის წინ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. ვირტუალური ცერემონიების, წინასწარ ჩაწერილი დაჯილდოებებისა და სახლური მოდური მომენტების შემდეგ, „ოსკარმა“ ყველაფერი თავის ადგილას დააბრუნა და წამით გვაგრძნობინდა, რომ ისევ იმ სამყაროში ვცხოვრობთ, რომლისთვისაც კორონავირუსის პანდემია უცხო სიტყვებია.
ნანატრ წითელ ხალიჩაზე გამოსაჩენად ცნობილმა ადამიანებმა ძალები არ დაიშურეს, რათა საღამოს მთავარი ვარსკვლავები ყოფლიყვნენ და მათი დამსახურებით ჩვენც არა ერთი ცნობილი დიზაინერის ხელით ნამუშევარი ბრწყინვალე ჩაცმულობა ვიხილეთ.
საუკეთესოდ შემოსილ ცნობილებს შორის წარმოგიდგენთ მარგო რობის Chanel Haute Couture-ის კაბაში, ზენდაიას ყვითელ Valentino-სა თუ ვანესა კირბის Gucci-ს თვალისმომჭრელ კაბაში.
ზენდაია
კაბა: Valentino

მარგო რობი
კაბა: Chanel Haute Couture

ვანესა კირბი
კაბა: Gucci

ამანდა სეიფრიდი
კაბა: Giorgio Armani Privé

ანჯელა ბასეტი
კაბა: Alberta Ferretti

ლორა დერნი
კაბა: Oscar de la Renta

რეჯინა კინგი
კაბა: Louis Vuitton

ანდრა რეი
კაბა: Vera Wang Haute

ვაიოლა დევისი
კაბა: Alexander McQueen

H.E.R.
კაბა: Dundas

კერი მულიგანი
კაბა: Valentino Haute Couture
