ბომბარდირის ლაბუბუ
გიორგი მიქაუტაძე Ligue 1-ის გახსნის ტურზე Labubu-ს ტრენდული აქსესუარით გამოჩნდა. ქართველი ბომბარდირი ამჯერად მოედნის მიღმაც მოხვდა ყურადღების ცენტრში – Louis Vuitton-ის ჩანთაზე მორგებული Labubu-ს სათამაშოთი.
წელს სამეფო ოჯახი ტრადიციას დაარღვეს, კერძოდ კი დედოფალი ელისაბედი და პრინცი ფილიპი სანდრიგემის სასახლის ნაცვლად, უინძორების სასახლეში აღნიშნავენ შობის დღესასწაულს.
უინძორების სასახლე საშობაოდ საგანგებოდ ირთვება და არც წელს დარღვეულა ტრადიცია. ნახეთ, როგორ გარდაიქმნა სასახლე დღესასწაულისთვის!
დეკორაციის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი ექვსმეტრიანი ნაძვის ხეა, რომელმაც წმინდა გიორგის - უინძორის სასახლის ყველაზე გრანდიოზული დარბაზი დაამშვენა. საახალწლო ხე ტრადიციული საშობაო დეკორაციებით მოირთო: გირლიანდები, ოქროსფერი და წითელი ბურთები.
პატარა ნაძვის ხეებმა სასახლის სხვა დარბაზებიც დაამშვენა: ერთი შიდა დარბაზში, სამი სამეფო გალერეაში და კიდევ ერთი მისაღებში. სასახლის მთავარი კიბე გირლიანდებით მოირთო.
სადღესასწაულოდ მოირთო ასევე სასადილო ოთახი, სადაც განსაკუთრებული შემთხვევბის დროს სამეფო ოჯახი სადილებს მართავს. სწორედ აქ გაიშლება წელს საშობაო ვახშამი დედოფლისთვის.