KOTESI: სტილისა და ელეგანტურობის ქართულ-ესპანური კოლაბორაცია
აედევნე მზეს, ატარე სტილი - ასეთია Kotesi-ს სლოგანი, რომელიც ელეგანტურობასა და თავდაჯერებულობას ასხივებს. ქართულ-ესპანური ბრენდი სამკაულებს, ქამრებსა და სხვა აქსესუარებს ქმნის.
„უკანალის ამწევი", „ამაზონის ლეგინსი", „TikTok-ის ლეგინსი" - ეს ფრაზები Google-ის საძიებო სისტემაში ბოლო თვეების მანძილზე ყველაზე ხშირად ხვდება. მას შემდეგ, რაც რომელიღაც TikTok-ერმა Amazon-ის სპორტული შარვალი მოირგო და შედეგი საკუთარ თავზე (უკანალზე) ნახა, ამ პროდუქტის პოვნა online მაღაზიებშიც კი სირთულეს წარმოადგენს.
TikTok ტრენდი, რომელმაც უკვე მსოფლიო მოიარა, ამაზონის გაყიდვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური მარკეტინგული ხრიკი გამოდგა. ორნამენტებიანი ლეგინსი, რომელიც სხეულს მაქსიმალურად კრავს და მომრგვალებულ ფორმებს აძლევს, ბოლო დროის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია. საიდუმლო კი მისი შეკერვის ტექნიკაშია. ლეგინსის წელი ისეა მიკერებული ფეხებზე, რომ უკანალს სწორ ადგილას იჭერს და მომრგვალებულ ფორმას აძლევს.
უკვე სახელგანთქმული სპორტული შარვალი TikTok-ზე თუ Instagram-ზე არა ერთი ბლოგერის ფიდში შეგხვდებათ. მთავარი კი ისაა, რომ მის შესაძენად კოლოსალური თანხა ნამდვილად არაა საჭირო, მთავარია პროდუქტს Out of stock არ ეწეროს, რისი დიდი შანსიც არსებობს.
A AGROSTE-ს ლეგინსი Amazon-ისგან