ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
ორშაბათი დღის რეცეპტით დაგიბრუნდით If.ge-სთან ერთად და წარმოგიდგენთ უგემრიელესი პასტას მომზადების წესს გამომცხვარი ბულგარულის სოუსთან ერთად. 10-მდე ინგრედიენტი და სულ რაღაც 20 წუთი და თქვენი მადისაღმძვრელი პასტა მზადაა. კვირის ყველაზე რთულ დღეს, თქვენ იმსახურებთ ამ სიამოვნებას.

ინგრედიენტები:
• წითელი ბულგარული 3 ცალი
• „გალინა ბლანკას“ კუბი 1 ცალი
• ნაღები 300 გრ.
• პასტა 500 გრ.
• ნიორი 2 კბილი
• ორეგანო 1 ჩ/კ
• პაპრიკა 1 ჩ/კ
• შავი პილპილი
• მარილი
მომზადების წესი:
გამოაცხვეთ ბულგარული ღუმელში 180° გრადუსზე 7-10 წთ. პარალელურად ზეთში მოთუშეთ ნიორი.
ადუღებულ წყალში გახსენით „გალინა ბლანკას“ კუბი. ბლენდერში მოათავსეთ გამომცხვარი ბულგარული, ნიორი, ადუღებული წყალი და მარილი. კარგად დააბლენდერეთ და გადაიტანეთ ტაფაზე. დაუმატეთ პაპრიკა, ორეგანო და მარილი. კარგად მოურიეთ. დაუმატეთ ნაღები. მიიყვანეთ ადუღებამდე. დააყარეთ მოხარშული პასტა და მოაყარეთ შავი პილპილი გემოვნებით.