2025 წლის მეთ გალას ვარსკვლავური ლუქები
Met Gala 2025-ზე ვარსკვლავები ელეგანტური და უნიკალური ლუქებით ბრწყინავდნენ — დაათვალიერეთ მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ლუქები.
გასულ კვირას 54 წლის ლათინოამერიკელმა მომღერალმა მეოთხეჯერ იქორწინა. მარკ ენტონის რჩეული 23 წლის პარაგვაელი მოდელი ნადია ფერეირაა. მარკისა და ნადიას ზღაპრული ქორწილი მაიამიში, პერეს ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. ცერემონიალი გამორჩეული იყო არამხოლოდ საოცნებო ქორწილის ელემენტებით, არამედ ვარსკვლავური სტუმრების სიით, რომელთა შორის იყვნენ მომღერლები, მსახიობები, ბიზნესის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები.
ქორწილის ლოკაციის ძირითადი დეკორი კლასიკური თეთრი ფერი გახლდათ და მეტად ვარდი, ჰორტენზია და თეთრი ორქიდეა დამონირებდა.
პატარძალს Galia Lahav-ის ულამაზესი კაბა ემოსა, რომლის შექმნას 122 საათი დასჭირდა, მათ შორის დიზაინის შეთანხმებას, ქარგვას, შეკერვასა და მორგებას. მოდის სახლს, რომლის ძირითადი მიმართულება საქორწილო კაბებია, პატივი ეგო ნადიასთვის ორი კაბა შეექმნა, მათ შორის ერთი ოფიციალური ნაწილისთვის, მეორე კი წვეულებისთვის. რაც შეეხება აქსესუარებს, პატარძალმა არჩევანი Tiffany & Co.-ზე გააკეთა. ნადია ზღაპრიდან გადმოსულ პრინცესას ჰგავდა.
„კაბები სპეციალურად ჩემთვის შესანიშნავმა გალია ლაჰავმა შექმნა და მე ისინი უზომოდ მომეწონა!“, - ნადია ფერეირა
რაც შეეხება მეჯვარეების კაბებს, მათ დიზაინზე წყვილის საუკეთესო მეგობარმა, ვიქტორია ბექჰემმა იზრუნა. საქმროს Christian Dior-ის დიზაინერული მუქი ლურჯი კოსტიუმი ემოსა, სწორედ ეს ფერი გაიმეორა ვიქტორიამ მეჯვარეების კაბების დიზაინზე მუშაობისას.
წვეულებიდან ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია Constellation Culinary-ის მიერ შექმნილი ვახშამი, რომელიც ნადიას ფესვების პატივსაცემად პარაგვაელი დაბალანსებული და დახვეწილი სამი კერძისგან შემდგარი მენიუსგან შედგებოდა.
„წლის ქორწილი“ - ასე შეფასდა მარკ ანტონისა და ნადია ფერეირას ქორწილი. წყვილი ამჟამად თაფლობის თვეში იმყოფება, თუმცა რომელი ქვეყანა ან ქალაქი აარჩიეს მათ, პრესისთვის უცნობია.
ფოტო: Hola.com