ჯესიკა ალბა გვირჩევს: 5 გზა, ეკოლოგიური ცხოვების წესის დასაწყებად

გაზიარება:

ჯესიკა ალბამ გაცნობიერებული ცხოვრების წესით ცხოვრება მთელი ათწლეულის წინ დაიწყო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველას ერთი ნაბიჯით გაგვისწრო. მსახიობი 2011 წელს ეკოლოგიურად სუფთა ბრენდის The Honest Company-ს წარმომადგენელი გახდა, 2015 წელს თავად დააფუძნა Honest Beauty.

იმ რეალობაში, რომელშიც კლიმატის პრობლემები ჩვენი უდიდესი გამოწვევაა, ეკოლოგიური ცხოვრების სტილის შეთვისება კი ერთადერთ გამოსავლად გვეჩვენება, ყველას გვსურს დედამიწის გადარჩენის პროცესში საკუთარი წვლილი შევიტანოთ, თუმცა ხშირად არ ვიცით საიდან დავიწყოთ, სწორედ ამიტომ ჯესიაკა ალბა 5 მარტივ გზას გვთავაზობს.

მოერიდეთ ერთჯერად ნივთებს

"ჩემთვის მთავარია ნარჩენების მიმართ მქონდეს შეგნებული დამოკიდებულება, ვცდილობ, ნივთები სწორად შევიძინო და გამოვიყენო, ხოლო თუ კი მათი გადაგდების აუცილებლობა დგება, მაშინ გადამუშავების ხერხს მივმართავ. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მრავალჯერადი გამოყენების ბოთლები, ნაკლებ ნარჩენს გულისხმობს ნაგავსაყრელზე".

შეარჩიეთ კლასიკური სილუეტები გარდერობისთვის

როდესაც საქმე ტენდენციებს ეხებათ, უმჯობესია მარადიულ კლასიკაზე დაიწყოთ ფიქრი, რაც მოდიდან არასდროს გადადის. მხარი დაუჭირეთ ბრენდებს, რომლებიც თავიანთ პროდუქტებში მეტად ეკოლოგიურ მიდგომებს იყენებენ, ისეთებს, როგორებიც Cuyana, Re/Done, Reformation და Everlane არიან.

არ დაგავიწყდეთ სილამაზის ინდუსტრია

"თავის მოვლის ინდუსტრიაში ქსოვილის ნიღბები, პლასტმასას ჩხირებს დაემსგავსა, ისინი ნარჩენების უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ, სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შევქმენით მრავალჯერადი გამოყენებისთვის განკუთვნილი  Magic Reusable Silicone Sheet Mask. ჩვენი ნიღაბი სილიკონისგანაა შექმნილი, საჭიროა მასზე დაიტანოთ თქვენთვის სასურველი საშუალება და ვუალა, შედეგიც სახეზეა".

მხარი დაუჭირეთ ადგილობრივ მწარმოებლებს

"ეკოლოგიური მეურნეობა ის სფეროა, რომელსაც ხშირად უგულებელყოფენ, თუმცა რეალობა ისაა, რომ ის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. თუ კი თქვენ გაქვთ წვდომა ფერმერების ბაზარზე, ადგილობრივ მწარმოებლებთან, ეცადეთ, პროდუქტი ყოველთვის მათგან შეიძინოთ".

ყოველი პატარა ნაბიჯი - მიზნისკენ მიმავალი გზაა

"გახსოვდეთ, ყველაფერი, მათ შორის ერთი შეხედვით ყველაზე უმნიშვნელო გადაწყვეტილებებიც კი მნიშვნელოვანია, ის ერთად იყრის თავს და თუ კი ყველა გადავწყვეტთ რაიმეს შეცვლას, ამას ერთიანი ძალებით ნამდვილად მოვახერხებთ".

ზევით