ხელოვნური ბეწვის ქურქი ამ ზამთრის გამორჩეული ტრენდია

2026–2027 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებში ხელოვნური ბეწვი კვლავ აქტუალურია. ამ სეზონზე ტრენდულია როგორც გრძელი ქურქები, ისე ბეწვის მოკლე ქურთუკები და ბომბერები.

ბეწვის ქური, YSL, Saint Laurent

YSL შემოდგომა-ზამთარი 2026

მოდის ბრენდები ბეწვის ქურქის სხვადასხვა ფორმას, ზომასა და ფერებს გვთავაზობენ - კალისკური მოდელებით დაწყებული, ბემბის პრინტით დასრულებული.

ბეწვის ქურქი

Rabanne შემოდგომა-ზამთარი 2026

ბეწვის ქურქი

Schiaparelli შემოდგომა-ზამთარი 2026

ლეოპარდის პრინტი დიდი ხანია მოდაშია, წელს კი მას ბემბის პრინტიც დაემატა. მისი პატარა თეთრი ლაქები ყავისფერ ფონზე ნუკრის ბეწვის შეფერილობას იმეორებს. სწორედ ამ პრინტით შექმნა ანა კარელსმა საკუთარი ბრენდისთვის Carelli მოკლე, წელში გამოყვანილი ქურთუკი და სახელოების ბოლოები ხელოვნური ბეწვით გააფორმა. მოდელს Bambi დაარქვა. გამოსვლის შემდეგ ქურთუკი ლონდონში განსაკუთრებით პოპულარული გახდა და მთელი ტრენდის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. 

camila coelho wearing the Bambi

იუთუბერი და ინფლუენსერი კამილა კოელიო Bambi-ს ქურქში

ამ სეზონის ქურქებში სხვადასხვა ათწლეულის სტილი დაბრუნდა. სტელა მაკკარტნის ქურქი იატაკამდე ეშვება. მსგავსი მოდელი ბებოს გარდერობშიც გვინახავს. Saint Laurent-ის ქურქი კი მოკლეა და ფართო საყელო და თვლებით გაფორმებული ბალთა აქვს. ორივე მოდელი 1930-იანი და 1940-იანი წლების საღამოს სამოსს მოგვაგონებს.

stella mccartney fall 2026, ბეწვი ქურქი

Stella Cccartney შემოდგომა-ზამთარი 2026

ბეწვი, ქურქი, Celine

Celine შემოდგომა-ზამთარი 2026

Balenciaga-მ ჯინსს ყავისფერი ქურთუკი შეუხამა, რომელსაც ფართო კრემისფერი საყელო აქვს. ეს სტილი 1970-იან წლებში იყო მოდაში.

Balenciaga ბეწვი ქურქი

ხელოვნური ბეწვის ქურქი საღამოს კაბასაც უხდება, თუმცა ამ ზამთარს განსაკუთრებით კარგად smart casual სტილთან გამოიყურება.

ზევით