Met Gala 2027-ის თემა ცნობილია: ყოველდღიური სამოსი და მისი პოეტიკა
Met Gala 2027-ის ყურადღების ცენტრში მაისურები, ჯინსები და ტრენჩები მოექცევა – სამოსი, რომელსაც დიზაინერები ახალ მნიშვნელობას ანიჭებენ.
საქართველოს ქალთა საკალათბურთო ნაკრების მოთამაშე, 21 წლის ელენე ილურიძე კარიერას ამერიკაში, კოლეჯების უმაღლეს ლიგაში NCAA-ში გააგრძელებს. ელენემ ტექსასის უნივერსიტეტის გუნდისგან, სრული სტიპენდია მოიპოვა და ამრიგად გახდა მეორე ქართველი კალათბურთელი (პირველი - ნატალია ოთხმეზური), რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში აგრძელებს კარიერას.

ვფიქრობ, ამ უნივერსიტეტისგან მივიღებ ძალიან დიდ გამოცდილებას და კარიერულ წინსვლას. ეს დამეხმარება, უფრო განვავითარო საკუთარი თავი ამ საქმეში, მომცემს საშუალებას, გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი და მივაღწიო მიზნებს

ელენე ილურიძის სიახლე უდიდესი მიღწევაა ქართველ ქალ კალათბურთელთათვის, რადგან ეს სფერო ქვეყანაში ფეხს მხოლოდ ახლა იკიდებს. ელენე 178 სმ სიმაღლის კალათბურთელია, რომელსაც როგორც მცველის, ასევე ფორვარდის პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის 2017 წელს 18-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა.