დუა ლიპა: საცურაო კოსტიუმების ტრენდსეტერი
პოპვარსკვლავი დუა ლიპა არა მხოლოდ მუსიკის, არამედ ზაფხულის მოდის ტრენდებსაც განსაზღვრავს. მისი სტილის განსაკუთრებული ნაწილი საცურაო კოსტიუმებია, რომლებიც უკვე დუას საზღვაო ლუქების განუყოფელ ელემენტად იქცა.
საკულტო Sex and the city, კერი ბრედშოუ, Vogue და Cosmopolitan - ეს ის პირველი ემოციაა, რომელიც უმეტეს ჩვენგანს კოქტეილ კოსმოპოლიტენზე უჩნდება. თუმცა კოსმოს ისტორია სხვა, უფრო შორეულ ფაქტებს ინახავს. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში კონტინენტის გაღმა და გამოღმა, ყველაზე გლამურულ და დახურულ ღონისძიებებზე ჟღერდება Cosmopolitan, please! კოსმოპოლიტენი მეოცე საუკუნის ხმაურიანი და გარდამტეხი დასაწყისის სულისკვეთებას ყველაზე კარგად გადმოსცემს, ის სექსუალური რევოლუციის ერთგვარ სიმბოლოდაც იქცა.
რეცეპტი:
- 40 მლ არაყი Citron
- 15 მლ ლიქიორი Cointreau
- 15 მლ ლაიმის წვენი
- 30 მლ მოცვის წვენი
მომზადება
მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ყინულებით სავსე შეიკერში, კარგად შეანჯღრიეთ, გაწურეთ კოქტეილის ჭიქაში, მორთეთ ლაიმის ცედრით და სულ ეს არის, საკულტო კოქტეილი მზად არის! ხალისიან უიკენდს გისურვებთ!
xo xo
theDiary