ბედნიერება ეს არის შინაგანი მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი თავს კარგად, კომფორტულად და პოზიტიურად გრძნობს. ამ შეგრძნების გამომუშავებისთვის დიდ როლს თამაშობს ჰორმონი ენდორფინი, იგივე ბედნიერების ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის გუნება-განწყობის ამაღლებას, ენერგიის მოზღვავებას, ოპტიმიზმსა და ბედნიერებას. ენდორფინს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ორგანიზმის დამცავ ფარს, ტკივილისა და სტრესის დროს.
ენდორფინები ვარდისფერი სათვალეების მსგავსად მუშაობენ.
ენდორფინების გააქტიურება ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს საერთო, რაც ყველა სულიერ არსებას აბედნიერებს - ესაა სიყვარული, საყვარელ ადამიანებთან ყოფნა, სიახლოვე და ჩახუტება. ამას გარდა, არსებობს უამრავი სხვადასხვა მდგომარეობა, რის დროსაც ენდორფინები აქტიურდება, ასეთ დროს ჩვენს თავს ბუნებრივ მდგომარეობაზე ბევრად უფრო ბედნიერად და კარგად ვგრძნობთ. ეს შეიძლება იყოს მუსიკის მოსმენა, ცეკვა, სპორტი, ძილი, საყვარელი ფილმის ყურება თუ საინტერესო წიგნის კითხვა. უმჯობესი იქნება ყველა ადამაინმა თვითონ აღმოაჩინოს, თუ რისი კეთება ანიჭებს მას ბედნიერებას.
ბედნიერების ჰორმონის გამოყოფის შედეგად ადამიანის იმუნური სისტემა ძლიერდება და ვირუსებისა და დაავადებების მხრივ ბევრად უფრო დაცული ხდება.
ენდორფინები ვარდისფერი სათვალეების მსგავსად მუშაობენ, როდესაც სხეული უამრავ ენდორფინს გამოიმუშავებს, ადამიანი ყველაფერში ხედავს მხოლოდ კარგს, მშვიდი და ოპტიმისტური განწყობილების შედეგად, კი უფრო მარტივია კონფლიქტების დარეგულირება, წყენისა და სიძულვილის მოცილება, სიკეთის, მადლიერების და მიტევების გრძნობის გაზრდა.
ამას გარდა არსებობს პროდუქტების სია, რომელიც ასევე ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონის - ენდორფინის გამოყოფას და სისხლში გავრცელებას. მათ ვისაც უყვარს ასეთი პროდუქტები, გაცილებით ნაკლებად აწუხებთ უგუნებობა, უძილობა დეპრესია და ა.შ. ასეთ პროდუქტებში შედის მაგალითად: რძე, ბანანი, ნაყინი, ცხარე საკვები და ა.შ. თუმცა ყველასათვის ცნობილია, რომ ენდორფინების ნამდვილ ამოფრქვევას იწვევს ისეთი პროდუქტი, როგორიცაა შავი შოკოლადი.
შოკოლადი ბუნებრივ ანტიდეპრესანტად ითვლება, შეუძლებელია, დააგემოვნო შოკოლადი და ვერ იგრძნო, როგორ იხსნება გონება, როგორ უმჯობესდება განწყობა და როგორ მატულობს ენერგია.
როგორც არისტოტელე ამბობდა - „ბედნიერება ადამიანის არსებობის უმთავრესი მიზანი და მნიშვნელობაა“, ამიტომ გისურვებთ ბედნიერებას, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ბევრ ოპტიმიზმს, რადგან თითოეული ჩვენთაგანის ოპტიმიზმის საფუძველი ჩვენსავე ორგანიზმშია.
როცა დღეები ღამეზე გრძელია და ქალაქის პარკები მზის მოყვარულებით ივსება, ჰარი სტაილზიც „გამოიზაფხულებს“ ხოლმე, ივიწყებს მსოფლიო პოპ ვარსკვლავის სტატუსს და ქუჩებში ისე გადაადგილდება, თითქოს ჩვეულებრივი ლონდონელი იყოს.
ენტონი ვაკარელო Saint Laurent-ის მემკვიდრეობას აგრძელებს, თუმცა თანამედროვე შტრიხებით. მატილდა გვარლიანი კამპანიის მთავარი გმირია – ბუნებრივად ირგებს ამ თავშეკავებულ ამბოხს.
Louis Vuitton-ის 2026 წლის კრუიზ კოლექციის ჩვენება ავინიონში, პაპთა სასახლეში გაიმართა. პირველ რიგებში გამოჩნდნენ ბრიჯიტ მაკრონი, კატრინ დენევი და ქეით ბლანშეტი. ჩვენებაზე ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც ვიხილეთ.