Alco Hall: მეგობრების თავშეყრის ახალი ადგილი ჭიქა კოქტეილზე

გაზიარება:

მყუდრო და კომფორტული გარემო, საყვარელი ადამიანების გარემოცვა და ხელში გამაგრილებელი კოქტეილის თანხლებით მუსაიფი - ეს მეგობრებთან ერთად იდეალურად გატარებული წუთების გარანტია, რჩეული ადამიანები ჩვენ გარშემო ყოველთვის არიან, თუმცა რჩეულ ლოკაციებს ყოველთვის დიდი მონდომებით ვეძებთ და პოვნის შემდეგ არასოდეს ვუშვებთ ხელიდან.

დღეს, პეტრიაშვილის ქუჩაზე, ღვინის ქარხნის #1-ის შიდა ეზოში გახსნილ პირველ Shop & Bar კონცეფციის ობიექტს Alco Hall-ს გაგაცნობთ, რომელმაც თანამედროვე ინტერიერისა და რენესანსის ეპოქის ელემენტების ტანდემით ჩვენი ყურადღება ნახვისთანავე მიიქცია, აქ მოხვედრისა და დროის სასიამოვნოდ გატარების შემდეგ კი Alco Hall პირად ფავორიტთა სიაში მსხვილი ასოებით ჩაიწერა.

დღის მანძილზე ბუნებრივი, ჭარბი განათება ინტერიერში სრულიად განსხვავებულ აქცენტებს წარმოაჩენს. საღამოს და ღამის პერიოდში კი, თითბერის მასალისგან შექმნილი სანათების მინიმალური და აქცენტირებული განათება მთავარ როლს ასრულებს მეტად მყუდრო გარემოს შექმნაში.

 

მრავალფუნქციური სივრცე საკუთარ თავში აერთიანებს როგორც ალკოჰოლის ფართო ასორტიმენტის მაღაზიას, ასევე ბარს, Alco Hall-ის სივრცეში იმართება მუსიკალური ღონისძიებები, სხვადასხვა საქმიანი პრეზენტაცია, ახალი ღვინოს წარდგენა და მრავალი სხვა. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ერთი მხრივ დავაგემოვნოთ ბარმენების მიერ მომზადებული უგემრიელესი კოქტეილები, ან თავად მივიღოთ ახალი გამოცდილება და საკუთარი ხელით მოვამზადოთ სასმელი.

ზევით