EMMY 2026-ის წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქები
TheDiary წლევანდელი Emmy-ის წითელი ხალიჩის გამორჩეულ ლუქებს წარმოგიდგენთ.
დღეს, 27-ე დღეა უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრიდან და ომის გამოცხადებიდან, ამ დღეების განმავლობაში ლოკალური უკრაინული ინდუსტრიები აკეთებენ ყველაფერს, იმისათვის, რომ სიცოცხლისუნარიანი დარჩნენ. უკრაინისა და უკრაინელების მხარდაჭერის არაერთი გზა არსებობს, პეტიციაზე ხელის მოწერიდან დაწყებული, ლტოლვილთა და ომში მებრძოლი ორგანიზაციების დახმარებით დამთავრებული. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი საშუალება რითაც უკრაინული მოდის ინდუსტრიას დავეხმარებით, ეს ავთენტური უკრაინული ბრენდების აღმოჩენა და მათი დახმარებაა.
The Diary-მ 15 უკრაინული ბრენდი შეარჩია, მათ შორის მსოფლიო მოდის სამყაროსთვის კარგად ნაცნობი დიზაინერები და ახალგაზრდა, პერსპექტიული შემოქმედებიც არიან. ამ ბრენდების უმრავლესობას კულტურული მემკვიდრეობის ხაზგასმა და ძლიერი სულისკვეთება აერთიანებთ.