რუსეთის დრუჟბა ნაროდოვ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ფრანგული ჟურნალის სკანდალი

| ნანკა კიკალია |

ინსომნიით უნდა დავიწყო, რომელიც 3 ოქტომბრის ღამის ნაწილი გახდა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ღამეს არჩევნებიდან გამომდინარე საქართველოს ბედი წყდებოდა, არამედ იმიტომაც, რომ ფრანგული ჟურნალის ELLE რუსული რედაქციის მთავარი რედაქტორის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, სადაც ის აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას აღიარებს, ჩემსა და აფხაზებს შორის ჯერ პოლემიკის, შემდეგ კი მეგობრული საუბრის გამართვის მიზეზად იქცა.

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ekaterina Mukhina (@mukhins)

 

მოდით სულ თავიდან დავიწყოთ. ELLE მოდური ფრანგული ჟურნალია, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოდის და მათ შორის რუსეთში. მოსკოვის რედაქციას ეკატერინე მუხინა მართავს, რომელიც საქართველოში არაერთხელ არის ნამყოფი და რა თქმა უნდა გიჟდება ხინკალზე და ხაჭაპურზე და უფრო მეტად ქართულ ღვინოზე და ალბათ ჭაჭაზეც. თუმცა, როდესაც საქმე ეხება არა ხაჭაპურს, არამედ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აფხაზეთი მათთვის იდეალურ შემთხვევაში რუსეთის ნაწილია, არაიდეალურ შემთხვევაში კი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლის მოსახლეობაც სრულიად რუსიფიცირებულია, არ იცის საკუთარი ენა, ვერ წერს საკუთარ ენაზე და სწავლაც სრულიად რუსულ ენაზე მიმდინარეობს. 

რას წერს ეს ვინმე მუხინა, რომელსაც ქართული ხაჭაპური ძალიან უყვარდა, მაგრამ ერთიანი და არაოკუპირებული საქართველო არც ისე ძალიან, და  რას ეძღვნება ეს პროექტი? მოკლედ, რუსეთი ვერ ეშვება საბჭოთა კავშირის იდეას, სადაც ოდესღაც ერთი ქოლგის ქვეშ 15 სახელმწიფო იყო გაერთიანებული. ამ ქოლგას კი ერქვა საბჭოთა კავშირი, მაგრამ დღეს ალბათ უფრო „ედინაია რასიას“ ქოლგის ქვეშ მოვიაზრებით ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები. ო როგორი ბედნიერი იქნებოდა პუტინი, ეს გაერთიანება რომ ისევ მოეხერხებინა. თქვენ ამბობთ, რომ გავმიჯნოთ პოლიტიკა და კულტურა? როგორ, თუკი მუსიკის, მხატვრობის, ლიტერატურის, ფოტოგრაფიისა და კულტურის სხვა დარგის წარმომადგენლები ერთი - პუტინური რუსეთის ფერხულის ქვეშ ცეკვავენ და ასრულებენ დავალებას. არა ჩემო საყვარელო მკითხველო, სხვა ერთმორწმუნე, კეთილი რუსეთი არ არსებობს!

elle russia, mukhins

ქალბატონმა ეკატერინემ გადაწყვიტა ფრანგული ELLE-ს რუსული რედაქციის ოქტომბრის ნომერში განეხორციელებინა პროექტი „დრუჟბა ნაროდოვ“. მოკლედ, მუხინამ გადაწყვიტა ზაფხულში არც პარიზში წასულიყო, არც მონაკოში, არც ბალიზე, და არც მეტი და არც ნაკლები პროექტის ფარგლებში პოსტ საბჭოთა სივრცეში ემოგზაურა. ბევრი აქო და ადიდა ეს ქვეყნები, თუ როგორი სტუმართმოყვარეები ვართ, მათ შორის ქართველებიც და როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, აფხაზეთიც წარმოგვიდგინა. ქვევით, სლაიდებზე ამ პროექტის ფარგლებში აფხაზეთში გადაღებულ ფოტოებს იხილავთ. ჰო, მუხინა რედაქტორის წერილში აქტიურად უსვამს ხაზს საზღვრებს, რომ მეგობრობამ არ იცის საზღვრები და მეგობრობა უსაზღვროა. მან ალბათ არ იცის, რომ რუსეთი მცოცავ ოკუპაციას ეწევა ჩვენს ქვეყანაში და „დრუჟბა ნაროდოვ“ რუსეთის მხრიდან ცოტა გაუგებარი და ძალიან გამაღიზიანებელი ფრაზაა ქართველებისთვის.

abxazia

ამ სლაიდებზე ასევე წარმოდგენილია საქართველოში გადაღებული ფოტოებიც. კარგად დააკვირდით პირველ აბზაცს და ქართულ ფრაზას. სარედაქციო პოლიტიკის მართვის 11 წლიანმა გამოცდილებამ კარგად მაჩვენა და მასწავლა, რომ რედაქციის #1 ამოცანა ყოველთვის ტექსტის სიზუსტე და ფაქტების უტყუარობაა. ჩაიჭერით ქალბატონო მუხინა და ბატონებო და ქალბატონებო ფრანგული გამოცემის რუსული რედაქციიდან, დასხედით, ორიანი თქვენ!

"გაგოხილს ხაზული სჭოტია" - როდესაც რუსულმა რედაქციამ ქართულად თარგმნა 

ეკატერინა მუხინას პოსტმა და ELLE-ს ამ პროექტმა დიდი გამოხმაურება მოიპოვა ქართველებში და თავად მუხინაც აანერვიულა. ქალბატონი ეკატერინა ქართველ დიზაინერს, ანუკი არეშიძეს კომენტარზე, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და არა ცალკე ქვეყანა, პასუხებს: რომ ის აფხაზეთის მკვიდრებს ენდობა და ურჩევნია მათი ციტირება მოახდინოს. შემდეგ ჯერზე, მეც მკითხეთ ქალბატონო მუხინა, აფხაზეთის მკვიდრი ვარ, ჩემი გვარი საუკუნეობით ცხოვრობდა ამ მიწაზე და ჰო, მეც აფხაზი ვარ ამ ლოგიკით და მე გეუბნებით, რომ აფხაზეთი საქართველოა!   

ზევით