#სამეფო ოჯახი

დედოფალს მე-12 შვილთაშვილი შეეძინა - პრინცესა ბეატრისი დედა გახდა

გაზიარება:

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ II-ს მე-12 შვილთაშვილი შეეძინა, პრინცესა ბეატრისი და ედორადო მაპელი მოცი მშობლები პირველად გახდნენ, ინფორმაციას თავად ბუკინგემის სასახლე ავრცელებს. ბეატრისი და მაპელო პატარა გოგონას მშობლები გახდნენ.

როგორც განცხადებაში ნათქვამია, წყვილი, რომელიც 2020 წელს დაქორწინდა, "მოხარულია გვაცნობოს, ქალიშვილის ქვეყნად მოვლენის შესახებ". გოგონა 18 სექტემბერს ვესტმინსტერის საავადმყოფოში დაიბადა და თავს დედასთან ერთად მშვენივრად გრძნობს.

ჯერჯერობით წყვილს ახალშობილის სახელი არ გაუსაჯაროებია, ბეატრისი და მაპელო მოუთმენლად ელიან მომენტს, როდესაც ქალიშვილს კრისტოფერ ვულფს, მაპელოს ვაჟს წინა ქორწინებიდან, გააცნობენ.

შეგახსენებთ, რომ პრინცესა ბეატრისი პრინცი ენდრიუსა და სარა ფერგიუსონის ქალიშვილია, მისი ახალშობილი გოგონა სამეფო გვირგვინის რიგში მე-11 იქნება.

ზევით