#ცნობილები

კიდევ ერთხელ! ჩენინგ ტატუმი და ზოე კრავიტსი!

გაზიარება:

მოდით, 2 წუთით დავფიქრდეთ იმაზე, რომ მსოფლიოში ორი ყველაზე სექსუალური არსება ერთმანეთს ხვდება! (ყველასთვის თუ არა, ჩვენი დიდი ნაწილისთვის ჩენინგ ტატუმი და ზოე კრავიტსი ორ ყველაზე სექსუალურ არსებად ითვლება. დასტურად იხილეთ ფოტო!)

ჩენინგ ტატუმი და ზოე კრავიტსი

დიახ, Magic Mike-ის ვარსკვლავისა და ლენი კრავიტსის ქალიშვილის რომანის შესახებ სრულიად ონლაინ სამყარო საუბრობს. მას შემდეგ, რაც წყვილი New York-ის ქუჩაში ველოსიპედით სეირნობისას დააფიქსირეს, ყვითელი მედია ახალი ურთიერთობის დეტალების გარკვევას ცდილობს.

ჩენინგი და ზოე ველოსიპედით

რაც უკვე ვიცით ისაა, რომ ზოეს და ჩენინგის გზები ფილმის გადაღებებზე გადაიკვეთა. ამჟამად კრავიტსი სარეჟისორო ნამუშევარზე - Pussy Island მუშაობს, რომელშიც ერთ-ერთ როლს ტატუმი ასრულებს. მათი რომანის შესახებ ჭორები წლის დასაწყისშიც გავრცელდა, თუმცა მაშინ ინფორმაცია ორივე მხარემ უარჰყო.

ჩენინგი და ზოე, რომანი, ფილმის გადაღებები

ბოლო ორიოდე კვირის მანძილზე კი შეყვარებულები New York-ის ქუჩებში ერთად უკვე რამდენჯერმე დააფიქსირეს. ამჯერად პაპარაცის მიერ გადაღებული ფოტოები Page Six-მა გამოაქვეყნა, რომლებშიც ზოეს შავი ფერის ტოპი და თავისუფალი სტილის შარვალი აცვია, ჩენინგი კი თეთრ მაისურსა და შავი ტილოს შარვალშია გამოწყობილი. წყვილი ცენტრალურ პარკში სეირნობისას გადაიღეს.

ჩენინგ ტატუმი, ზოე კრავიტსი, ნიუ იორკში

ჟურნალისტებმა არც აციეს, არც აცხელეს და ახალი წყვილის შესახებ აზრი ტატუმის ყოფილ მეუღლეს - ჯენა დიუანს ჰკითხეს. წყარო იუწყება, რომ ჯენას ჩენინგის ბედნიერება ყოველთვის ახარებს.

შეგახსენებთ, რომ ჩენინგ ტატუმმა ყოფილი მეუღლე ცნობილი სიქველის - Step Up-ის გადაღებებზე 2006 წელს გაიცნო.

წყვილი 2009 წელს შეუღლდა. მათ საერთო შვილი 2013 წელს შეეძინათ. ცოლ-ქმარი 2018 წელს დაშორდა, რის შემდეგაც ჯენა მეორედ გათხოვდა, 41 წლის ჩენინგმა კი შეხვედრა ცნობილ მომღერალთან - Jessie J-სთან დაიწყო.

ჩენინგ ტატუმი, ჯენა დიუანი, step up, ცოლი

რაც შეეხება ზოეს, 32 წლის ლამაზმანი მეუღლეს 2020 წელს გაშორდა. მსახიობი კოლეგას - კარლ გლასმანს 2016 წლიდან მოყოლებული ხვდებოდა. წყვილმა ზოეს მამის - ლენი კრავიტსის სახლში, პარიზში 2019 წელს იქორწინა, თუმცა ცოლ-ქმრულმა უღელმა სულ რაღაც 1 წელი იარა.

ზოე კრავიტსი, ყოფილი ქმარი

ზევით