#ცნობილები

Divergent-ის ვარსკვლავი ყურებამდეა შეყვარებული - შეილინ ვუდლი აარონ როჯერსის შესახებ

გაზიარება:

Divergent-ის ვარსკვლავი მეორე ნახევრის შესახებ ალაპარაკდა. შეილინ ვუდლიმ The Hollywood Reporter-თან აარონ როჯერსთან ნიშნობისა და მათი გასაიდუმლოებული ურთიერთობის დეტალები გაანდო.

შეილინ ვუდლი, აარონ როჯერსი, divergent

29 წლის მსახიობმა გულის სწორი გასულ წელს, COVID 19-ის პანდემიის დროს იპოვა. Hollywood-ელი ვარსკვლავი, რომელიც პირადი ცხოვრების შესახებ ისედაც იშვიათად საუბრობს, აარონის გაცნობის შემდეგ კიდევ უფრო მიუწვდომელი გახდა. მეტიც, წყვილის ნიშნობის შესახებ საზოგადოებამ რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ შეიტყო.

გვინდოდა, რომ ცოტა ხანი ჩვენს ბუშტში მშვიდად გვეცხოვრა.

შეილინი ამბობს, რომ მისი და NFL-ის ვარსკვლავის ურთიერთობა სრულიად შემთხვევით და ძალიან მალე დაიწყო. მსახიობმა და ამერიკული ფეხბურთის 37 წლის ვარსკვლავმა ერთმანეთი მონრეალში გაიცნეს, სადაც ვუდლი ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა.

შეილიმ ვუდლი, ფეხბურთელი საქმრო

ეს ბედისწერა იყო. ძალიან მცირე შანსი არსებობდა იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს სადმე შევხვედროდით.

შეილინმა ნიშნობის ამბავი თებერვალში - Jimmy Fallon-ს გადაცემაში სტუმრობისას დაადასტურა. წყვილი გაცნობიდან მალევე ერთად საცხოვრებლად გადავიდა. ვუდლი ამბობს, რომ სწრაფად მიღებულმა გადაწყვეტილებამ მათი ურთიერთობა გაამყარა.

როდესაც პანდემიის დროს ვიღაცასთან საცხოვრებლად გადადიხარ, ნიღბები ქრება. ადამიანი ზუსტად ისეთი ხდება, როგორიც სინამდვილეშია.

საინტერესოა ისიც, რომ შეილინი ამერიკული ფეხბურთის მოყვარული არაა, ამიტომ აარონის კარიერას თვალს არასდროს ადევნებდა. მსახიობი ხუმრობს, რომ მისთვის როჯერსი ერთი ფეთხუმი ბიჭია, რომელსაც ტელე შოუების ყურება უყვარს.

ზევით