#კინო

რენე ზელვეგერის ახალი როლი და მსახიობის დრამატული გარდასახვა

გაზიარება:

თუ რენე ზელვეგერის ახალ ფოტოებს პირდაღებული მისჩერებიხართ და ფიქრობთ, როგორ მოიმატა მსახიობმა კოლოსალური წონა, დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ ეს რენეს სხეული არაა. მსახიობს ახალ, რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ NBC-ის ტელე სერიალში - The Thing About Pam იღებენ, სადაც ის მკვლელის - პემ ჰაპის როლს ასრულებს.

რენე ზელვეგერი, მკვლელის როლი, მსუქანი

როლისთვის ზელვეგერს მძიმე გრიმის, წონის მოსამატებელი კოსტიუმის და სახის პროთეზის ტარება უწევს. სწორედ ამის დამსახურებაა ის ვიზუალი, რომელზეც რამდენიმე დღეა სრულიად სოციალური მედია საუბრობს. 63 წლის ჰაპი, რომლის როლსაც ტელესერიალში ზელვეგერი ასრულებს, ამჟამად სამუდამო პატიმრობას შშმ პირის - ლუის გამპენბერგის მკვლელობის გამო იხდის.

რენე ზელვეგერი, ახალი სერიალი, წონა

52 წლის ზელვეგერის გარდასახვას საკმაოდ დიდი შრომა დასჭირდა. გრიმიორების დამსახურებით ის საკუთარ თავს საერთოდ აღარ ჰგავს. სინამდვილეში რენე სულ სხვანაირად გამოიყურება. გემახსოვრებათ, რომ „ბრიჯიტ ჯონსის დღიურებში“ შესრულებული როლისთვის მსახიობს წონის დრამატულად შეცვლა მოუწია. მსახიობი რამდენიმე წლის მანძილზე სპეციალურ დიეტას იცავდა და წონას ამის საშუალებით აკონტროლებდა.

რენე ზელვეგერი, გამხდარი, დიეტა

სხვათა შორის, ახალი ტელესერიალის სეტზე ზელვეგერის წონის მოსამატებლად შექმნილ კოსტიუმს დიდი კრიტიკა მოჰყვა. ინტერნეტ მომხმარებლები წერენ, რომ მსგავსი კოსტუმები გამხდარ მსახიობებს ნებისმიერი როლის მორგების საშუალებას აძლევთ, მაშინ, როდესაც დიდი წონის მქონე მსახიობებს „სტანდარტული სილამაზის“ გმირებზე გათვლილ როლებზე არავინ ამტკიცებს.

ზევით