#ცნობილები

კორტნი კარდაშიანი დაინიშნა! - KUWTK-ის ვარსკვლავი ცოლად ტრევის ბარკერს მიჰყვება

გაზიარება:

კორტნი კარდაშიანი დაინიშნა! დიახ, Keeping up with the Kardashians-ის ვარსკვლავს მეორე ნახევარმა - ტრევის ბარკერმა ცოლობა სთხოვა და თან როგორ?!

Blink 182-ის მუსიკოსმა საყვარელ ქალს მნიშვნელოვანი შეკითხვა საკმაოდ პომპეზურად, მონტესიტოს ერთ-ერთ სასტუმროში - Rosewood Miramar Hotel-ში, სანაპიროზე დაუსვა. წითელი ვარდების ზღვაში დასმული შეკითხვა კი მამაკაცისთვის დადებითი პასუხის მომტანი აღმოჩნდა.

კორტნიმ ფოტოები საკუთარ instagram გვერდზე გაგვიზიარა და სათაურად Forever (სამუდამოდ) დააწერა. პოსტს მალევე გამოეხმაურნენ კორტნის დები - კიმი და ქლოე, რომლებმაც ფოტოების ქვეშ კომენტარები დატოვეს. მოგვიანებით ბარკერის ქალიშვილმა - ალაბამამ ბეჭდის პირველი ფოტო გააზიარა, რომლიდანაც ირკვევა, რომ კორტნის თითს მინიმუმ 15 კარატიანი ბრილიანტი ამშვენებს.

კორტნი კარდაშიანი, ტრევის ბარკერი, ნიშნობა, ნიშნობის ბეჭედი

ხელის თხოვნას ოჯახები ორივე მხრიდან ესწრებოდნენ. სასტუმროში კარდაშიანების მთელი კლანი და ბარკერის შვილები იმყოფებოდნენ.

კორტნის ნიშნობა

ასევე საინტერესოა კორტნის შვილების მამის - სკოტ დისიკის აზრიც, რომელთანაც კორტნი წლების მანძილზე ცხოვრობდა, მათი ურთიერთობა კი საკმაოდ არეული გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ სკოტი კარდაშიანების ოჯახის განუყოფელ ნაწილად დარჩა, ის ექს მეორე ნახევრის მნიშვნელოვან დღეს არ დასწრებია.

ზევით