#ცნობილები

ცნობილი დედები და ქალიშვილები - Hollywood-ის ფავორიტები

გაზიარება:

თუ დედა Hollywood-ელი ვარსკვლავია, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ქალიშვილიც ცნობილი მშობლის გზას დაადგება. ხშირ შემთხვევაში მეგა სტარები შვილებისთვის პოპულარობით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან არიდებას ცდილობენ, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მშობლების მცდელობა უშედეგო გამოდგა. The Diary ცნობილი დედებისა და ქალიშვილების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებიც ერთ გზაზე დგანან.

#1 მელანი გრიფიტი და დაკოტა ჯონსონი

მელანი გრიფიტი, დაკოტა ჯონსონი, დედა

შესაძლოა ბევრმა არც იცის, რომ Fifty shades of Grey-ის ვარსკვლავის - დაკოტა ჯონსონის დედა ცნობილი Hollywood-ელი ვარსკვლავი - მელანი გრიფიტია. დაკოტა ქერა ლამაზმანისა და მსახიობი - დონ ჯონსონის სიყვარულის ნაყოფია. 31 წლის მსახიობი ფაქტიურად კინო სეტზე გაჩნდა. მელანი იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი გახლდათ, რომლის პირადი ცხოვრებაც ყოველთვის ტაბლოიდების ობიექტივში ხვდებოდა. დაკოტას მამასთან განქორწინების შემდეგ, გრიფიტი ანტონიო ბანდერასზე გათხოვდა, რომლისგანაც დაკოტას და - სტელა დელ კარმენ ბანდერასი ეყოლა.

#2 ბლაით დენერი და გვინეტ პელტროუ

ბლაით დენერი და გვინეტ პელტროუ

გვინეტ პელტროუ მსახიობი - ბლაით დენერისა და კინო პროდიუსერის - ბრიუს პელტროუს ქალიშვილია. გვინეტის მამა 2002 წელს სიმსივნით გარდაიცვალა, დედასთან კი მსახიობს საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს. ბლაითმა და გვინეტმა ერთად 2 ფილმშიც კი ითამაშეს. ისინი პირველად ერთად 1992 წელს Cruel Doubt-ში გამოჩნდნენ, 2003 წელს კი ფილმში - Sylvia დედა-შვილი განასახიერეს.

#3 დაიანა როსი და ტრეისი ელის როსი

დაიანა როსი და ტრეისი ელის როსი

ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, სატელევიზიო წამყვანი და რეჟისორი - ტრეისი ელის როსი ლეგენდარული მომღერლის - დაიანა როსის უფროსი ქალიშვილია. მიუხედავად იმისა, რომ ტრეისის დედის ჩრდილქვეშ ცხოვრება წლების მანძილზე უწევდა, ახალგაზრდა ქალმა კარიერის აწყობა და საკუთარი სახელის დამკვიდრება მაინც მოახერხა.

#4 იოლანდა ჰადიდი - ჯიჯი და ბელა ჰადიდები

იოლანდა ჰადიდი - ჯიჯი და ბელა ჰადიდები

იოლანდა ჰადიდის ქალიშვილები კი დედის გზას დაადგნენ და მისი ოცნებაც აასრულეს. ყოფილი მოდელის ორივე გოგონა დღეს მსოფლიოს წამყვან მოდელებს შორის ეწერება. ჰადიდების პოპულარობა კარდაშიანების მსგავსად ოჯახური რეალითი შოუთი დაიწყო, თუმცა ჯიჯიმ და ბელამ საკუთარი დიდება პოდიუმზე იპოვეს.

#5 სიუზენ სარანდონი და ევა ამური

სიუზენ სარანდონი და ევა ამური

დავიწოთ იმით, რომ სიუზენ სარანდონი 74 წლისაა! ჟღალთმიანი მსახიობი Hollywood-ის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ფიგურაა, რომელიც საკუთარ ხმას ყოველთვის სამოქალაქო აქტივიზმისთვის იყენებდა. სიუზენის ქალიშვილი - ევა ამური კი ახალგაზრდა მსახიობია, რომელიც დედის ნაკვალევს გაჰყვა და ბედი კინო ინდუსტრიაში სცადა. 36 წლის ქალი დღეს სოციალური მედიის ინფლუენსერი და ბლოგერია.

#6 გოლდი ჰოუნი და ქეით ჰადსონი

გოლდი ჰოუნი და ქეით ჰადსონი

ლეგენდარული გოლდი და მისი ქალიშვილი Hollywood-ში ძალიან უყვართ. მეტიც, ამ ოჯახის ისტორიას ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი იხსენებენ. გოლდი ჰოუნის შვილების ბიოლოგიური მამა ამერიკელი მუსიკოსი - ბილ ჰადსონია, თუმცა ქეით ჰადსონი მამას კურტ რასელს ეძახის, რომელიც დედამისის ცხოვრებაში 1983 წელს გამოჩნდა. წყვილი დღემდე ერთადაა და უკვე შვილიშვილებს ზრდის. ქეითი კი ცნობილი დედ-მამის კვალს დაადგა და Hollywood-ში რომანტიკული მელოდრამების ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად ითვლება.

#7 ჯადა პინკეტ სმიტი და უილოუ სმიტი

ჯადა პინკეტ სმიტი და უილოუ სმიტი

ჯადა პინკეტ სმიტისა და უილ სმიტის ორივე შვილი ცნობილი მშობლების ზეგავლენის ქვეშ მოექცა. უილოუ მამის მსგავსად მუსიკალურ კარიერას გაჰყვა. ახალგაზრდა არტისტს დედასთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს. ისინი ერთად ორიგინალურ შოუ ფორმატს - Red table talks უძღვებიან, სადაც უილოუ, ჯადა და ჯადას დედა სტუმრებთან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე ღიად საუბრობენ.

ზევით