#ცნობილები

ეიფორიას მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

გაზიარება:

მსახიობი, რომელსაც საზოგადოება ცნობილ სერიალში - Euphoria შესრულებული როლით იცნობს, გასულ ზაფხულს გარდაიცვალა. 25 წლის ანგუს კლაუდის ცხედარი საკუთარ სახლში აღმოაჩინეს. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი კი თითქმის 2 თვის თავზე ხდება ცნობილი: ნარკოტიკული ნივთიერებებით გადამეტებული დოზა!

ანგუს კლაუდი, ეიფორია, გადამეტებული დოზა

გარდაცვალებამდე 1 კვირით აგრე ანგუსის მამა ირლანდიაში დაკრძალეს. მსახიობის ახლო გარემოცვაში ამბობდნენ, რომ ანგუსმა მამის გარდაცვალება ვერ გადაიტანა და ღრმა დეპრესიით იტანჯებოდა. თავად კლაუდს არა ერთხელ უსაუბრია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებსა და მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე.

ჰოლივუდელი ვარსკვლავის გარდაცვალების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ანგუსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ვერსიას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მსახიობის დედა. კორონერის დასკვნით კი გაირკვა, რომ გარდაცვალების მიზეზი შემთხვევითი ზედოზირებაა.

აიფორია, ანგუს კლაუდი, ფეზი, გარდაიცვალა, მსახიობი

ახალგაზრდა მსახიობის ფილმოგრაფია მხოლოდ 7 პროექტს მოიცავს. აქედან ერთ-ერთი გასული წლების პოპულარული სერიალი “ეიფორიაა”. სამი ფილმი კი ჯერ კიდევ არ გამოსულა. მათგან ორი Your Lucky Day და კაპიტანი მარველის შემქმნელების ახალი ფილმი Freaky Tales გახლავთ.

ზევით