#კინო

Tik-Tok-ის ვარსკვლავის პირველი Hollywood-ური ფილმი - ედისონ რეი Netflix-ის სასიყვარულო კომედიაში

გაზიარება:

ეს გოგონა მსოფლიომ Tik-Tok-ის აპლიკაციის საშუალებით გაიცნო. ედისონ რეი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც არნახული პოპულარობის მოპოვება სოციალურ მედიაში საკუთარი ცეკვის ვიდეოების გამოყენებით მოახერხა. მეტიც, ედისონი კარდაშიანების კლანის ერთ-ერთი წევრის - კორტნი კარდაშიანის უახლოესი მეგობარი გახდა.

ედისონ რეი, ფილმი

თუმცა, ამჯერად არა ედისონის წარსულზე, არამედ მის ახლად დასტარტულ კინო კარიერაზე მოგიყვებით. Netflix-ზე რეის მონაწილეობით პირველი რომანტიკული კომედია He’s all that ჩაეშვა, რომელშიც ცნობილი Tik-Tok-ერი მთავარ როლს ასრულებს.

He’s all that 1999 წლის ფილმის - She’s all that-ის გენდერ შეცვლილი ვერსიაა. ედისონი სკოლის პოპულარული გოგონას როლს ასრულებს, რომელსაც შეყვარებული უღალატებს. რეის გმირი ახალი Prom King-ის გამოძერწვას გადაწყვეტს და მეგობრებთან სანაძლეოს დადებს.

ედისონ რეის ფილმი, კომედია, რომანტიკა, ფილმი

ედისონის სასიყვარულო ინტერესის როლს თენერ ბიუკენენი ასრულებს. ფილმში ასევე კორტნი კარდაშიანი ჩნდება, რომელიც ედისონის გმირის მეგობრის როლს ასრულებს.

edison rei, kortni kardaSiani

შესაძლოა ფილმმა ჯილდოები ვერ მოაგროვოს, მაგრამ Tik-Tok ეპოქაში სასიყვარულო კომედია პოპულარობას ნამდვილად მოიპოვებს. სულ რომ არაფერი, მთავარი როლის შემსრულებელი ონლაინ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაა.

ზევით