#ცნობილები

როგორ დაიკლო „Hollywood-ის ფუნთუშამ“ 35 კილოგრამი - მსახიობის საოცარი ტრანსფორმაცია

გაზიარება:

დიახ, არ შემცდარხართ, ეს რებელ უილსონია, მსახიობი, რომელიც ფართო საზოგადოებამ მუსიკალური კომედიიდან Pitch Perfect გაიცნო. ავსტრალიელი ვარსკვლავის ტრანსფორმაციაზე დღეს სრულიად Hollywood საუბრობს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Rebel Wilson (@rebelwilson)

41 წლის მსახიობი ჭარბ წონას მთელი ცხვრების მანძილზე ებრძოდა. 2021 წელი კი მისთვის (ბევრისგან განსხვავებით) სასიამოვნო ცვლილებების მომტანი გამოდგა. უილსონმა დიეტოლოგის და პირადი მწვრთვნელის დახმარებით წონაში 35 კილოგრამამდე დაიკლო და ახლა ცხოვრების გაცილებით ჯანსაღ წესს ეწევა.

გამხდარი რეიბელ უილსონი

რებელმა ცოტა ხნის წინ Instagram გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც გულახდილი ტექსტი დაურთო იმის შესახებ, თუ რა აძლევდა მოტივაციას წონის კლების პროცესში.

ეს ფოტო მაშინაა გადაღებული, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდ ადგილას ვიყავი. მამაჩემი გარდაიცვალა და გრძნობების ჩახშობას ჭამით ვცდილობდი.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Rebel Wilson (@rebelwilson)

მსახიობი პოსტში იმ ადამიანებსაც მიმართავს, რომლებიც წონის პრობლემას ებრძვიან. რებელი ამბობს, რომ არასდროსაა გვიანი საკუთარ თავზე მუშაობის დაწყება და იმის მიღწევა, რაც გსურს. უილსონი წონის გამო ბულინგს წლების მანძილზე იუმორის საშუალებით ებრძოდა, თუმცა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ მისთვის „ჰოლივუდის ფუნთუშას“ სტატუსი დამანგრეველი იყო.

რეიბელ უილსონი

Pitch Perfect-ის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, მსახიობს მსუქანი ემის სახელით მოიხსენიებდნენ. სხვადასხვა ინტერვიუს დროს მას წამყვანებიც კი ეხუმრებოდნენ ჭარბი წონის შესახებ. დღეს რებელი ამაყია იმით, რისი მიღწევაც შეძლო და ყველას, ვისაც წონის პრობლემა აწუხებს, თანადგომას უცხადებს.

ზევით