კამალა vs ტრამპი - საპრეზიდენტო დებატების ჩემპიონი ვიცე პრეზიდენტია
2024 წლის საპრეზიდენტო დებატებში კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი "გაანადგურა". ვიცე პრეზიდენტს კი საჯარო მხარდაჭერა ტეილორ სუიფტმა გამოუცხადა.
მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა აჩვენეს. გრემის რიგით 64-ე დაჯილდოების ცერემონიაზე, ზელენსკის ამაღელვებელი მიმართვა გაისმა: „ომი. ის ბევრად განსხვავდება მუსიკისგან“.
„დანგრეული ქალაქების სიჩუმე და დაღუპული ადამიანები. ჩვენმა შვილებმა დახატეს მფრინავი რაკეტები ვარსკვლავების ნაცვლად. 400-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 153 კი დაიღუპა. და ჩვენ ვერასდროს ვიხილავთ როგორ ხატავენ ისინი... ჩვენმა ახლობლებმა არ იციან ისევ ერთად ვიქნებით თუ არა. ომი არ გვაძლევს არჩევანის საშუალებას, ვინ გადარჩება და ვინ დარჩება მარადიულ სიჩუმეში“ - თქვა ზელენსკიმ.
„ჩვენი მუსიკოსები სმოკინგის ნაცვლად ჯავშანს ატარებენ. ისინი უმღერიან დაჭრილებს საავადმყოფოებში, მათაც კი, ვინც მათ ვერ უსმენს“
„ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას. უფლებას ვიცხოვროთ. უფლებას გვიყვარდეს. უფლებას გვქონდეს ხმა. ჩვენს მიწაზე ჩვენ ვებრძვით რუსეთს, რომელსაც საშინელ სიჩუმეს მოაქვს თავისი ბომბებით, მკვდარი სიჩუმე. შეავსეთ სიჩუმე თქვენი მუსიკით! შეავსეთ იგი დღესვე. მოჰყევით ჩვენი ისტორია“.
„თქვით სიმართლე სოციალურ ქსელებში, ტელევიზორში, დაგვიჭირეთ მხარი ისე, როგორც შეგიძლიათ, მხოლოდ არ გაჩუმდეთ და მშვიდობაც მოვა“
უკრაინის პატივისცემის ნიშნად ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლას, ჯონ ლეჯენდის შესრულება Free მოჰყვა, უკრაინელ მომღერალ მიკა ნიუტონთან ერთად. პერფომანსს ლიუბა იაკიმჩუკიც შეუერთდა, რომელმაც დაჯილდოების ცერემონიაზე საკუთარი პოემა გააჟღერა, ლიუბა უკრაინელი პოეტი, დრამატურგი და სცენარისტი გახლავთ, ის დონბასის რეგიონში გაიზარდა.