2022 წლის ივნისში, როდესაც ბენ სტილერი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კაბინეტში შევიდა, გადაეხვია პრეზიდენტს და უთხრა: „შენ ჩემი გმირი ხარ“. სტილერი ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი გახლდათ, ჰოლივუდის ვარსკვლავთა გრძელ სიაში, რომლებისთვისაც, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამოსახატად მხოლოდ სიტყვები არ აღმოჩნდა საკმარისი. ამ ადამიანებმა საკმაოდ საშიშ დროს, გრძელი და დამღლელი გზა გაიარეს, რათა უკრაინაში, უკრაინელი ერის გვერდით დამდგარიყვნენ და საკუთარი პატივისცემა გამოეხატათ.
ბენ სტილერი უკრაინაში ვიზიტის დროს
პირველი ცნობილი სახე, რომელიც ერთი წლის წინ, ომის გამოცხადებიდან სულ მალევე ვიხილეთ უკრაინაში, შონ პენი იყო. ორგზის ოსკარის მფლობელი მსახიობი, ომის ქარ-ცეცხლში გახვეულ ქვეყანაში გადამღებ ჯგუფთან ერთად ჩაფრინდა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე დოკუმენტური ფილმის გადაღება დაისახა მიზნად. ფილმის, სახელწოდებით Superpower, პრემიერა ერთი კვირის წინ ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა, ფილმის დასრულებას დარბაზში რამდენიმეწუთიანი ოვაციები მოჰყვა.
შონ პენის პირველი ჩასვლა უკრაინაში ომის გამოცხადების შემდეგ
ნოემბრის ვიზიტის დროს, შონ პენმა ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი ოსკარის პრიზიც გადასცა, იმის საჩვენებლად თუ რამდენად სჯერა და სწამს მას რომ უკრაინა ამ ომს გადაურჩება. „თავს საშინლად ვგრძნობ. ეს უბრალო სიმბოლური სისულელეა, მაგრამ თუ მეცოდინება რომ ის თქვენთანაა, თავს უფრო მხნედ ვიგრძნობ“ - უთხრა მსახიობმა პრეზიდენტს.
ჯესიკა ჩესტეინის შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან
ბოლო 365 დღის განმავლობაში, უკრაინის პრეზიდენტს პირადად შეხვდნენ მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი, ბრიტანელი ავანტიურისტი ბეარ გრილსი, Virgin-ის დამფუძნებელი რიჩარდ ბრენსონი, U2-ის სოლისტი ბონო, ტელეწამყვანი დევიდ ლეტერმანი, ესპანურ-ამერიკელი ცნობილი შეფ-მზარეული ხოსე ანდრესი და ისტორიკოსი ტიმოთი სნაიდერი.
ანჯელინა ჯოლი ლვოვში, დაშავებული ბავშვის გვერდით
უკრაინაში იმყოფებოდნენ ცნობილი მსახიობები ანჯელინა ჯოლი და ჟან-კლიდ ვან დამი, რომლებიც ლტოლვილებსა და სამხედროებს შეხვდნენ. დეკემბერში ვან დამმა უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად გადაიღო ვიდეო, სადაც ტრადიციული უკრაინული ომის შეძახილი ისმის: „დიდება უკრაინას, დიდება გმირებს“.
ჰოლივუდი პატივს სცემს ზელენსკის, რადგან მათთვის ის რეალური გმირია, ჰოლივუდის კრიტიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტის ნიკი ფაულერის თქმით, რომელიც ნახევრად უკრაინელია: „როცა შეგიძლია გქონდეს წვდომა რეალურ გმირთან, რომელსაც უბრალოდ ფილმებში ვერ შეხვდები, ვის არ სურს ეს?“. ფაულერისვე თქმით ზელენსკის მოგზაურობა ცხოვრების იმიტირებული ხელოვნებაა და მისით დაინტერესებულია არა მხოლოდ ჰოლივუდი, არამედ მთელი სამყარო.
შონ პენი ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარ ოსკარს გადასცემს
ყველას კარგად გვახსოვს ზელენსკის მიმართვა კანის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნაზე, რომელსაც მქუხარე აპლოდისმენტები მოყვა, უკრაინის პრეზიდენტი Time-მა, Politico-მ და Financial Times-მა 2022 წლის ადამიანად ერთხმად დაასახელეს.
შონ პენის ვარსკვლავი უკრაინულ დიდების ხეივანში
თითქოს წარულ ცხოვრებაში მოტოვებული სამსახიობო კარიერის გამოძახილით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის პარლამენტის მიმდებარედ დიდების ხეივანი შექმნა, რომელშიც ვარსკვლავები უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერებისთვის იხსნება, ისეთებისთვის, როგორებიც არიან შონ პენი, პენი ანდრესი, ბორის ჯონსონი და სხვა ქვეყნის ლიდერები.
პროფესიით მარკეტერი ანა ჭინჭარაული, Instagram-ზე პირად ბლოგს @anytravel_ -ს მართავს და 7 ათასზე მეტი გამომწერისთვის, კონტენტ კრეატორის როლს ითავსებს. ანას ბლოგი მოგზაურობის გარშემო ერთიანდება და აუდიტორიას პირადი გამოცდილების საფუძველზე საინტერესო რჩევებს უზიარებს.
არც ევროსაბჭო და არც ევროკავშირი არ არიან რელიგიური ორგანიზაციები, არც რაიმე რელიგიურ შეხედულებებს გამოხატავენ და ემხრობიან. ისინი სრულად საერო სიბრტყეში არსებობენ და მოქმედებენ, მაგრამ ვფიქრობთ, საინტერესოა კავშირი, რაც მათ დროშას ქრისტიანობის სიმბოლოებთან აქვს.
ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, თაობა Z-ის იგივე Gen Z-ის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. თაობა, რომელმაც პროტესტისა და წინააღმდეგობის ახალი მაგალითი გვიჩვენა და რამდენიმე დღის განმავლობაში Slayy ბანერებითაც გაგვანებივრა, ახლა ინტერესის მთავარი ობიექტია და ეს ბუნებრივიცაა, ამ დრომდე ხომ არასდროს გვინახავს ახალი თაობის წარმომადგენლები ასე საჯაროდ, ერთ გუნდად შეკრული, საკუთრივ თავისებურებებითა და თავისუფლების ამაღლებული განწყობით.